პირველი ეზრასი 3:3
2. და აღდგა ისუ იოსედეკიანი და ძმანი მისნი მღდელნი და ზურობაბელ, ძე სალათიელისი, და ძმანი მისნი ექუსნი. და აღაშენეს საკურთხეველი საზორველისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა შეწირვად მას ზედა საკუერთხი, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესა, კაცისა ღმრთისა.3. და განამზადეს საზორველნი წესისაებრ თჳსისა. რამეთუ ეშინოდა ნათესავთაგან მის ქუეყანისათა, და შესწირეს საკუერთხი მეყსეულად უფლისა ღმრთისა მათისა: ერთი ცისკარს და ერთი მწუხრი.4. და ყვეს დღესასწაული ტაძრობისა, ვითარცა წერილ არს, საკუერთხი დღითი დღე ერთ რიცხვად, ვითარცა ამცნო მათ.
პირველი ეზრასი თავი 3