ხმა: 8
ბრწყინვალე შვიდეულის შაბათი
მოწამეთა: აღათოპოდი დიაკონისა, თეოდულე წიგნისმკითხველისა და მათთანათა (დაახ. 303); ღირსისა პუპლიოს ეგვიპტელისა (IV); ღირსთა: ფეონასი, სვიმეონისა და ფორბინესი (IV); ღირსისა მარკოზ ათენელისა (დაახ. 400); ღირსისა პლატონისა, სტუდიელი აღმსარებელისა (814); ღირსისა თეოდორა თესალონიკელისა (892); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა იობისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისა (1652).
ხსნილია
წირვის შემდეგ არტოსის განტეხა.
საკითხავები წმინდა წერილიდან:
სამეუფო კარი დაიხურება IX ჟამნის წინ.
ქრისტე აღსდგა!!!
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით გავახმოვანეთ უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეები (1978-2025).ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ მათი მოსმენა ძალიან დაგვეხმარება გავიცნოთ ჩვენი საყვარელი პატრიარქი, გავიგოთ მისი შეხედულებები მრავალ საკითხზე, მათი მეშვეობით გავასწოროთ და გავამდიდროთ ჩვენი შეხედულებები, სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტები და გავითვალისწინოთ ჩვენს ცხოვრებაში.მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს სულიერ და ფიზიკურ აღორძინებას და მთელ გულს ჩადებდა თავისი ეპისტოლეების დაწერაში. ის განმარტავს წმინდა წერილს და ეხება ცხოვრების ბევრ ასპექტს.ეპისტოლეებში განხილული თემებიდან:- აღდგომის საიდუმლო, სიკვდილზე გამარჯვება და მარადიული სიცოცხლე
- სინანული, სულიერი განახლება და შინაგანი გარდაქმნა
- სიყვარული, მოწყალება და მოყვასის სიყვარული
- ოჯახი, აღზრდა და ახალგაზრდობის პასუხისმგებლობა
- ეროვნული თვითშეგნება და ქართული კულტურის შენარჩუნება
- ეკლესია, საიდუმლოებები და მღვდლობა
- თანამედროვე გამოწვევები: დემოგრაფია, სეკულარიზმი, მშვიდობა
