...ლი იგი წინაწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „ნაზარეველ ეწოდოს“. და რომელმან წინაწარმეტყუელმან თქუა ესე, ნუ გამოეძიებ, რამეთუ არა იპოების სიტყუაჲ ესე ჩუენდა მოწევნულთა ამათ საწინაწარმეტყუელოთა შინა, და ესე ამისთჳს, რამეთუ მრავალნი წიგნნი წინაწარმეტყუელთანი წარწყმდეს. და ესე სცნა წიგნისა მისგან ნეშტთაჲსა, ; (35,19) რამეთუ იყვნეს ჰურიანი ფრიად დაჴსნილ და ზედაჲსზედა მიიქცეოდეს უღმრთოებად; და რომელნიმე წიგნნი თჳთ თავით თჳსით დაწუნიან და რომელნიმე უდებ-ყვნიან და წარწყმდიან, და სხუანი კუალად ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა დაიწუნეს; და ესე საქმენი საცნაურ არიან წიგნისაგან მეფეთაჲსა, რამეთუ წერილ არს მას შინა, ვი-თარმედ დღეთა იოსია მეფისათა იპოა წიგნი მეორისა რჩულისაჲ, დაფლული ყურსა ერთსა და დაძუელებული, და პოვა იგი ქელკია მღდელმან და მიუთხრა საფანს, მწიგნობართმოძღუარსა მეფისასა, მითხრობად მეფისა, ვითარმედ: „მატიანი შჯულისაჲ ვპოვე სახლსა უფლისასა“. ესე იყო წიგნი მეორისა შჯულისაჲ. ხოლო უკუეთუ ოდეს-იგი არცა ზედამოსლვაჲ ბარბაროზთაჲ იყო, არცა ტყუეობაჲ, ესრეთ შეურაცხ-ეყვნეს და წარეწყმიდნეს წიგნნი წინაწარმეტყუელთანი, რაჲ სთქუათ მოწევნასა მას ტყუეობისასა? არამცა უმრავლესი წარწყმდაა?...
2 Chronicles 34:1
1. Josiah was eight years old when he began to reign, and he reigned in Jerusalem one and thirty years.2. And he did that which was right in the sight of the LORD, and walked in the ways of David his father, and declined neither to the right hand, nor to the left.
2 Chronicles თავი 34