მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Timothy 2:1

1. Thou therefore, my son, be strong in the grace that is in Christ Jesus.2. And the things that thou hast heard of me among many witnesses, the same commit thou to faithful men, who shall be able to teach others also.
2 Timothy თავი 2
1. Thou therefore, my son, be strong in the grace that is in Christ Jesus.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

სააღდგომო ეპისტოლე 2016 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...ნუ იფიქრებ, რომ თუ შენ, მაგალითად, კეთილი ხარ, მაგრამ ლოთი, ეს ცოდვა მძიმედ არ იმოქმედებს შენს მომავალ ცხოვრებაზე. ან, თუ გონიერი ხარ, მაგრამ შურით სავსე, ეს ხელს არ შეგიშლის ცხონებაში.

„ვინც თქვა არ იმრუშო, ისიც თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, რჯულის დამრღვევი ხარ.“ ().

ამასთან, ვნებებს შორის უხილავი, მტკიცე მიზეზ-შედეგობრივი კავშირია და თუ ადამიანი ერთ-ერთმა მათგანმა ჩაითრია, ის ერთი სხვა ვნებებსაც მოიზიდავს. თუმცა, როგორც ერთი ცოდვა შობს მეორეს, ასეთივე თვისებისაა ქრისტიანული სიკეთენიც. იცოდე, ერთ ღვთისსათნო საქმეში თუ განმტკიცდები, სხვა სათნოებებსაც შედარებით ადვილად მოიპოვებ.

მოწაფის კითხვაზე: რა გავაკეთო, რომ ღმერთს სათნო ვეყო?, - ცნობილმა ბერმა უპასუხა: განა ყველა კეთილი საქმე კეთილი არ არის? აბრაამი იყო სტუმართმოყვარე და ღმერთი იყო მასთან. დავით მეფე იყო მშვიდი და ღმერთი იყო მასთან, შენც დაუკვირდი, რომელი ქველი საქმისკენ ისწრაფვის შენი სული, აკეთე იგი ღვთის სადიდებელად და სხვა მადლიც განმრავლდება შენში. ოღონდ, უპირველეს ყოვლისა, მოიპოვე სინანული და თავმდაბლობა, რაც არის ქრისტიანული ცხოვრების საფუძველი.

„შეინანეთ“! - ქადაგებდა წმ. იოანე ნათლისმცემელი.

„შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს უფროჲს ეძიებდეს მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და თავსა თჳსსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ძალ-უც ძესა თავით თჳსით საქმედ არცა ერთი რაჲ“ (5,18-19).:

...ძალსა ფრიადსა. და სხუასაცა ადგილსა იტყჳს პავლე მამისათჳს: „რაჲთა ორითა საქმითა შეუძრავითა, რომლითა ვერ შემძლებელ არს ცრუებად ღმერთი“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ ჩუენ უარ-ვყოთ, იგი სარწმუნოდ ჰგიეს, რამეთუ უარის-ყოფად თავისა თჳსისა ვერ შემძლებელ არს“. და არა თუ სიტყუანი ესე უძლურებასა წამებენ მისთჳს, არამედ უფროჲსად ძალსა მიუთხრობელსა, რამეთუ სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ შეუწყნარებელი არს იგი ბუნებაჲ ესევითარისა რაჲსამე. ვითარმცა ვიტყოდეთ, თუ: შეუძლებელ არს, თუმცა უფალმან ცოდა, და არა თუ სიტყჳთა ამით უძლურებასა ვსწამებთ მისთჳს, არამედ უფროჲსად ძალსა გამოუთქუმელსა აღვიარებთ, ეგრეთვე რაჟამს თქუას, თუ: „ვერ ძალმიც თავით ჩემით საქმჱ არცა ერთი რაჲ“, ამას იტყჳს, ვითარმედ: არა შესაძლებელ არს, არცა ეგების, არცა იქმნების, თუმცა ვქმენ რაჲ წინააღმდგომი მამისაჲ.

და რაჲთა სცნა, ვითარმედ ესრეთ არს სიტყუაჲ ესე, შემდგომნი იგი სიტყუანი ვიხილნეთ, თუ ვის ეწამების ქრისტე, ჩუენმიერთა ამათ სიტყუათა ანუ თქუენმიერთა. რამეთუ შენ იტყჳ, ვითარმედ: ძალსა და ჴელმწიფებასა მისსა დაჰჴსნის სიტყუაჲ ესე, ხოლო მე ვიტყჳ: უფროჲსად სწორებასა და მამისაგან შეუცვალებელობასა მისსა გამოაჩინებს,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მიიღოს ჟამსა ამას და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“ (19,29).:

...თჳს არა ესრეთ თქუა, არამედ ეტყჳს: „რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ნათესავთა ისრაჱლისათა“. ამით გამოაჩინა, ვითარმედ ზიარ სუფევისა და დიდებისა მისისა ყოფად არიან, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ“. რამეთუ რომელ იტყჳს, თუ: „დასხდეთ ათორმეტთა საყდარ-თა“, არა თუ დაჯდომასა მოასწავებს, რამეთუ იგი მხოლოჲ არს, რომელსა ეგულების დაჯდომაჲ განკითხვად ცხოელთა და მკუდართა, არამედ სიტყჳთა ამით და სახელითა საყდართაჲთა მოასწავა გამოუთქუმელი იგი დიდებაჲ და პატივი, რომელ ეგულების მაშინ მინიჭებად წმიდათა მოციქულ-თადა. და მათთჳს ესრეთ თქუა, ხოლო სხუათა მოშიშთა მისთა აღუთქუა ასი წილი სასყიდელი აქავე და მერმესა მას საუკუნესა ცხორებაჲ საუკუნოჲ. ხოლო ვინაჲთგან სხუათა ესრეთ აღუთქუა, რაბამ უაღრესი ყოფად არს და უზეშთაესი დიდებაჲ მოწაფეთა მისთაჲ? ხოლო ესეცა მებრ აღესრულავე მათ ზედა, ვითარმედ: „ასი წილი ჟამსა ამას“, რამეთუ დაუტევეს თევზობაჲ და იქმნეს მოძღუარ ყოვლისა სოფლისა; და ყოველნი მონაგებ-თა თჳსთა და თავთაცა თჳსთა ჴელმწიფებასა მათსა მისცემდეს და სიკუდილადცა მათთჳს მზა იყვნეს, ვიდრეღა პავლე მრავალთათჳს წამებს ესევითარსა გულსმოდგინებისა, ვითარ-იგი...

სრულად ნახვა