„დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს მე თავის ზეციურ სასუფეველში“ ()
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო!
ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა! - გუგუნებენ ეკლესიის ზარები,
ქრისტე აღდგა! - დღესასწაულობს ცა და ქვეყანა,
ქრისტე აღდგა! - სიხარულით ვღაღადებთ ჩვენც და არამიწიერი გრძნობით აღვსილნი ბოროტების ბატონობის დასრულებას ვზეიმობთ.
„სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?“ ().
დღეს ყველა ბედნიერია, - მდიდარი თუ ღარიბი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ჯანმრთელი თუ სნეული... ურწმუნო ადამიანიც კი სხვა გრძნობითაა განმსჭვალული.
-
რატომ არის ასეთი ყოვლისმომცველი ეს ზეიმი?
-
იმიტომ, რომ მაცხოვარმა აღდგომით ზეცის კარიბჭენი გახსნა ყველასთვის და ადამის მთელი მოდგმა ადამის ცოდვის გამომსყიდველს შეჰხარის.
-
მაგრამ რის ფასად მოგვენიჭა ეს ბედნიერება?
„შენთვ...