...ტად ვძღებთ, მეორეს (სულს) კი — შიმშილით სიკვდილად ვაიძულებთ, ორივეს ვავნებთ. ის, რისი მოვლინებითაც ყოველთა მპყრობელი, როგორც უდიდესი რისხვით, ემუქრებოდა ოდესღაც იუდეველ ხალხს, როცა ამბობდა: „გამოვავლინო სიყმილი ქუეყანასა ზედა, არა სიყმილი პურისაჲ, არცა წყურილი წყლისაჲ, არამედ ანუ სიყმილი სმენად სიტყუა უფლისაჲ" (), და გვასწავლიდა, რომ ის შიმშილი სხეულს ასუსტებს, ეს კი თავად სულს სტანჯავს — სწორედ იმას, რისი მოვლინებითაც უფალი მაშინ მათ სასჯელის ნაცვლად ემუქრებოდა, ახლა ჩვენ ნებაყოფლობით ჩვენს თავზე მოვიზიდავთ, და ისიც მაშინ, როცა ღმერთმა ჩვენზე ესოდენ დიდი მზრუნველობა გამოიჩინა, და მისი განგებულებით ჩვენ, წერილთა კითხვისას, მოძღვართა შეგონებასაც ვიღებთ. ამიტომ, საყვარელნო, გევედრებით, ყოველი სიზარმაცე მოაშოროთ, ცოტათი მაინც გამოფხიზლდეთ და ყოველი მოშურნეობა სულის ცხონებისკენ მიმართოთ. ამგვარად, თქვენც დიდ კეთილგანწყობას დაიმსახურებთ ღვთისგან, ჩვენც კი თქვენი აღშენებისადმი უფრო მეტად მოშურნენი გავხდებით, როცა დავინახავთ, რომ ჩვენი შეგონებები საქმით აღსრულდება. მიწის მუშაკიც, როცა ხედავს, რომ მიწა დამუშავების მიმღებია და უხვ ნაყოფს მოაქვს, თავადაც უფრო დიდი მოშურნეობით გამოდის მიწის დამუშავებაზე; ასევე ჩვენც, როცა დავინახავთ თქვენს წინსვლ...
Amos 8:1
1. Thus hath the Lord GOD shewed unto me: and behold a basket of summer fruit.2. And he said, Amos, what seest thou? And I said, A basket of summer fruit. Then said the LORD unto me, The end is come upon my people of Israel; I will not again pass by them any more.
Amos თავი 8