...იგი, რომელ შეიმოსნა; არა თუ შერევნაჲ და შერწყმაჲ იქმნა, არცა განქარვებაჲ არსებათაჲ, არამედ ერთობაჲ გამოუთქუმელი რაჲმე და მიუწდომელი, რომელი-იგი თუ ვითარ იქმნა, მან მხოლომან უწყის. ხოლო რაჲ არს დამკჳდრებაჲ მისი ჩუენ შორის? ისმინე წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „აღვჰმართო კარავი დავითისი დაცემული“, რამეთუ ჭეშმარიტად დაეცა დაცემითა უკურნებელითა ბუნებაჲ ჩუენი და მის მტკიცისა და ძლიერისა ჴელისაჲ იყო აღდგინებაჲ მისი, და ვერვის ძალ-ედვა სხუასა აღდგინებაჲ მისი, გარნა ძლიერსა მას ჴელსა, რომელმანცა დაჰბადა, რომელი შეეწია ზეცით და აღადგინა შობითა მით წყლისა მიერ და სულისა. და იხილე საშინელი იგი და მიუწდომელი საიდუმლოჲ, რომელი მარადის ამას კარავსა შინა მკჳდრ არს, რამეთუ ჴორცნი ჩუენნი შეიმოსნა, არა თუ რაჲთამცა კუალად დაუტევნა იგინი, არამედ რაჲთა უკუნისამდე აქუნდენ თავისა თჳსისა თანა. რამე-თუ უკუეთუმცა ესე არა იყო, არცამცა დაესუა იგი საყდარსა მას სამეუფოსა, და არცამცა მით შემოსილი თაყუანის-იცემებოდა ყოველთა მათ მჴედრობათაგან ზეცისათა: ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, საყდართა, უფლებათა, მთავრობათა და ჴელმწიფებათაგან. რომელმან გონებამან მოიგონოს, ანუ რომელმან ენამან თქუას პატივი იგი ესოდენი, რომლითა პატივ-სცა მან ბუნებასა ჩუენსა? ანუ რომელ...
Amos 9:1
1. I saw the Lord standing upon the altar: and he said, Smite the lintel of the door, that the posts may shake: and cut them in the head, all of them; and I will slay the last of them with the sword: he that fleeth of them shall not flee away, and he that escapeth of them shall not be delivered.2. Though they dig into hell, thence shall mine hand take them; though they climb up to heaven, thence will I bring them down:
Amos თავი 9