სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი (ისუ ზირაქი 44,14)
წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის მასწავლებელი, ისუ ზირაქი, წიგნსსა შინა თვისსა აღწერს ცხოვრებას და მოღვაწეობასა ზოგიერთთა ძველის აღთქმის წარჩინებულთა პირთა, და, სხვათა შორის, ამას იტყვის მათზედა: სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი.
იგივე სიტყვები ისუ ზირაქისა უაღრესად და უდიდესი სიმართლით ჩვენ, შვილთა ახლისა აღქმისათა, შეგვიძლია ვსთქვათ, წმინდათა თავთა...