მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Exodus 20:7

6. And shewing mercy unto thousands of them that love me, and keep my commandments.7. Thou shalt not take the name of the LORD thy God in vain; for the LORD will not hold him guiltless that taketh his name in vain.8. Remember the sabbath day, to keep it holy.
Exodus თავი 20
7. Thou shalt not take the name of the LORD thy God in vain; for the LORD will not hold him guiltless that taketh his name in vain.
სიტყვა თქმული ქუთაისის საკათედრო ეკლესიასა შინა მესამე მცნებაზედ
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

არა მოიღო სახელი უფლისა შენისა ამაოსა ზედა.

ვინც დაუკვირდება ცხოვრებასა და ზნეობასა აწინდელთა ქრისტიანეთასა, ის დაინახავს, რომელ, თუმცა, ღვთის მადლით და შეწევნით, არა მცირედნი მათ შორის არიან დიახ ღვთის მოყვარენი, და ცდილობენ აღსრულებას მცნებათა ღვთისათა. გარნა უმრავლესნი მათგანნი ერიდებიან მხოლოდ დიდ-დიდთა სულის მომაკვდინებელთა ცოდვათა. ხოლო, სამწუხაროდ, სრულიად არ ერიდებიან ისრეთთა ცოდვათა, რომელნი მათ, შეცდომით მიაჩნიათ მცირე ცოდვად. მაგალითებრ, ურიცხვნი არიან აწინდელთა ქრისტიანეთა შორის, რომელნი არა თუ ყოველ დღეს, არამედ თითქმის ყოველ წამს არღვევენ ზემო მოყვანილსა მესამესა მცნებასა ღვთისასა, მისთვის, რომ დარღვევა მისი არ მიაჩნიათ დიდ რამე ცოდვად. ამისათვის ფრიად საჭირო არის, ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, რომ სულიერნი მოძღვარნი ხშირად მიაქცევენ ყურადღებასა თქვენსა ამ საგანზედ, და შეგაგონებენ არა დარღვევად მესამისა მცნებისა. მართლაც, რომ ამაოდ ხსენება ღვთის სახელისა, წვრილი, ანუ მცირე რაიმე ცოდვა იყოს, მაშინაც საშიში არის და ფრიად მავნებელი ხშირად დარღვევა მესამისა მცნებისა. მცირედი ცოდვაც, ხშირად განმეორებული და აღსრულებული,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის