მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 29:2

1. Then Jacob went on his journey, and came into the land of the people of the east.2. And he looked, and behold a well in the field, and, lo, there were three flocks of sheep lying by it; for out of that well they watered the flocks: and a great stone was upon the well's mouth.3. And thither were all the flocks gathered: and they rolled the stone from the well's mouth, and watered the sheep, and put the stone again upon the well's mouth in his place.
Genesis თავი 29
2. And he looked, and behold a well in the field, and, lo, there were three flocks of sheep lying by it; for out of that well they watered the flocks: and a great stone was upon the well's mouth.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 56. „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი" (დაბ 29:21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ქორწინების სიწმიდე და კეთილი ჩვეულებების აღდგენა (29:23–29):

...შეგონებას სიამოვნებით მიიღებთ და საქმეში მოიყვანთ. ვხედავ, რა სიამოვნებით ისმენთ ჩემს სიტყვებს და თქვენი ტაშისა და შექებისგან ვასკვნი, რომ საქმითაც გამოსწორდებით. ამაში კმაყოფილნი, მივუბრუნდეთ წინა საუბრის გაგრძელებას. „და იყო, — ნათქვამია, — მწუხრი. და მოიყვანა ლაბან ლია, ასული თჳსი, და შეიყვანა იაკობისა" ().

არც ეს დავტოვოთ ყურადღების გარეშე. აქედანაც ბევრი რამ შეიძლება გავიგოთ: პირველ ყოვლისა, იაკობის გულწრფელობა — როგორ ყოველგვარი ვერაგობისგან უცხო კაცი მოტყუებული იქნა; მეორე — როგორ კეთდებოდა მაშინ ყველაფერი დიდი წესიერებით: არსად იყო ცეკვები, არც ჩირაღდნები, არც სხვა რამ ზედმეტი განათება, რის გამოც ლაბანის მოტყუებამაც გაიარა. თუმცა, აქ შეიძლება ლაბანის სიყვარულიც შევნიშნოთ იაკობის მიმართ, რადგან ეს იმისთვის მოიფიქრა, რომ მართალი თავისთან უფრო დიდხანს შეეყოვნებინა. ლაბანმა იცოდა, რომ იაკობი მეორისადმი ცხელ სიყვარულს გრძნობდა და, რომ თუ სასურველს მიიღებდა, ლიას გულისთვის აღარ დარჩებოდა მასთან სამსახურში. ამიტომ ლაბანმა, ამ კაცის კეთილი თვისებების მცოდნემ, გაიგო რა, რომ სხვაგვარად ვერ დაარწმუნებდა, ეს მოტყუება მოახდინა და ლია მისცა ზელფა მხევალთან ერთად. შემდეგ კი, როცა მართალმა ახსნა მოსთხოვა, რატომ ასე მოატყუა, ლაბანმა დამაჯე...

სრულად ნახვა
საუბარი 55. „და ჰრქუა ლაბან იაკობს" (დაბ 29:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იაკობის მსახურება რაქელისთვის და სიყვარულის ძალა (29:14–20):

...ვირია, საყვარელო, რომ იაკობმა შვიდწლიანი მსახურება აღუთქვა საყვარელი ქალწულისთვის? იმის საჩვენებლად, თუ როგორ ამცირებდა ძლიერი სიყვარული მისთვის შრომასაც და დროის ხანგრძლივობასაც, საღვთო წერილი ამბობს: „და ჰმონებდა იაკობ შჳდ წელ რაქელისთჳს და იყუნეს წინაშე მისსა ვითარცა დღენი მცირენი სიყვარულისა მისისათჳს" (). შვიდი წელი მხოლოდ რამდენიმე დღედ მოეჩვენა ქალწულის მიმართ უსაზღვრო სიყვარულის გამო: თუ ვინმეს სიყვარულის ვნება განუცდია, იგი არავითარ სიძნელეს არ უყურებს, რა რიგის საფრთხეებიც უნდა ემუქრებოდეს და რა სახის უბედურებებიც უნდა გადაეყაროს, ყოველივეს ადვილად იტანს, მხოლოდ ერთს ფიქრობს — თავისი სურვილი აისრულოს.

ეს მოვისმინოთ ჩვენ, უზრუნველებმა, დაუდევარებმა, რომლებიც დიდ უმადურობას ვიჩენთ უფლის მიმართ! თუ ეს მართალი ქალწულისადმი სიყვარულით შვიდწლიან მსახურებას გადაწყვეტდა, მწყემსური ცხოვრების ყველა სიძნელეს იტანდა და შრომასაც არ გრძნობდა, ხანგრძლივ დროსაც და ყოველივე მსუბუქი და ადვილი ეჩვენებოდა, თუ იგი სასურველის მიღების იმედით საზრდოობდა და ესოდენ ხანგრძლივ დროს თითქოს მცირე დღეებად მიიჩნევდა, — მაშინ რა გამართლება გვექნება ჩვენ, რომლებიც ასეთ სიყვარულსაც კი არ ვიჩენთ ჩვენი უფლის, ქველმოქმედის, მზრუნველის მიმართ, რომელიც ყოველივ...

სრულად ნახვა