მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Hosea 13:14

13. The sorrows of a travailing woman shall come upon him: he is an unwise son; for he should not stay long in the place of the breaking forth of children.14. I will ransom them from the power of the grave; I will redeem them from death: O death, I will be thy plagues; O grave, I will be thy destruction: repentance shall be hid from mine eyes.15. Though he be fruitful among his brethren, an east wind shall come, the wind of the LORD shall come up from the wilderness, and his spring shall become dry, and his fountain shall be dried up: he shall spoil the treasure of all pleasant vessels.
Hosea თავი 13
14. I will ransom them from the power of the grave; I will redeem them from death: O death, I will be thy plagues; O grave, I will be thy destruction: repentance shall be hid from mine eyes.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

სააღდგომო ეპისტოლე 2001 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...ალობა).

აღდგომა ქრისტესი უდიდესი საიდუმლოა, რომლის ჭეშმარიტ სიღრმეს ვერასოდეს შეიცნობს ადამიანის გონება. ეს არის საიდუმლო ჩვენი გამოსყიდვისა და გადარჩენისა;

დღეს ზეიმობს ცა და მიწა, რადგან თავისი აღდგომით მაცხოვარმა სიკვდილი დასთრგუნა. „სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?“ ().

შეიმუსრა ქვესკნელი, დაემხო ბოროტების ტახტი, იხარებენ მართალნი და იშვებენ ქრისტესთან. „სიკუდილითა სიკუდილისა შემუსვრასა ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა, ვუგალობთ მხოლოსა კურთხეულსა, ღმერთსა მამათასა და ზესთა ამაღლებულსა“ (ტროპარი, პასექის VII გალობა).

უფალმა განგვიღო თვისი სამყოფელი და მოგვცა შესაძლებლობა, დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი - ვეზიაროთ მარადიულ ცხოვრებასა და დაუსრულებელ ნეტარებას მისსა.

მაგრამ, მზად ვართ, რომ მივიღოთ ეს საოცარი წყალობა? მზად არის ჩვენი გული, რომ იქცეს იგი ტაძრად სულისა წმიდისა, ტაძრად ჭეშმარიტი რწმენისა, შეურყევნელი სასოებისა და უნაპირო სიყვარულისა, სიკეთისა და თანალმობისა?

ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა, რომელთაც სურთ, ისმინონ ღვთის სიტყვა, უფლის მცნებები არის მანათობელი ჩვენი შინაგანი სამყაროსი. ისინი საშუალებას გვაძლევენ ჩავიხედოთ სულიერ სარკეში და დავინახოთ, თუ რ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1993 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის ღვთივკურთხეულნო შვილნო::

...ს ეზიარო.

შევსთხოვ ღმერთს, ღვთაებრივი სიყვარულის უშრეტი წყაროდან გარდამოიღვაროს ჩვენს გაციებულ გულებში რწმენა, სასოება, მშვიდობა და სიყვარული, რათა შეურცხვენლად შევხვდეთ დღეს მსოფლიო სიხარულის დღესასწაულს სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა.

„სადა არს ძლევაჲ შენი, სიკვდილო, სადა არს საწერტელი შენი, ჯოჯოხეთო“ ()?!

სიკვდილი დაემხო, ჯოჯოხეთი შეიმუსრა.

ქრისტე აღდგა!

გ ი ხ ა რ ო დ ე თ.

აღდგომა ქრისტესი, თბილისი. 1993 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II „ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1985 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა::

...ამ დიდითა წყალობითა შეგიწყნარებ შენ ()_

დღეს მსოფლიო სიხარულის დღეა, დღესასწაულობს სიცოცხლე, სიკვდილისა დამთრგუნველი და ამიტომაც უფრო მეტად გულშიჩამწვდომი და საზეიმოა წინასწარმეტყველი ოსიას სიტყვები: „სადა არს ძლევა შენი, სიკვდილო, სად არს საწერტელი შენი, ჯოჯოხეთო“ ().

სიკვდილი დაემხო: ჯოჯოხეთი შეიმუსრა;

ქრისტე აღდგა!

აღდგომილი უფალი დღეს შედის ყოველ სახლში და რეკს კარზე ჩვენი გულისა, რათა მოგვმადლოს მშვიდობა და სიხარული, რაც ასე მტკივნეულად გვაკლია და რასაც ვესწრაფვით. ყური მიუპყარ, შვილო ჩემო, ამ მშვიდ ხმას, განმარტოვდი მასთან და გულისხმაჰყავ ყოველი. იგი მოვიდა შენთან. ის შენს გვერდითაა; გაუღე გული, რათა დაივანოს იქ და გაგათბოს თვისითა ღვთაებრივითა სიყვარულითა.

უფალს მყუდროება უყვარს, შინაგანი სიმშვიდე და წმიდა გული. „მშვიდობა თქვენდა“, - ასე მიმართავს იგი თითოეულ ჩვენგანს. მიიღე, შვილო, ეს წყალობა, ქრისტეს ეს ნათელი და გიხაროდენ, რადგან ხანგრძლივი განშორების შემდეგ კვლავ ინება მან შენთან შეხვედრა და საუბარი. ისმინე და დაიმახსოვრე მისი სიტყვები: **„აჰა ესერა მე გამცნებ შენ, განძლიერდი და მჴნე იყავ, ნუ შეძრწუნდები, ნუცა გეშინინ, რამეთუ მე შენთანა ვარ უფალი ღმერთი შენი ყოველსა ადგილსა ვ...

სრულად ნახვა