...უნდა გვახსოვდეს, მტერი უძლურია თუ ჩვენ ერთად ვიქნებით. მან არ უნდა გამონახოს მოღალატე ჩვენს შორის. მტერი დღესაც არ გვაკლია, მაგრამ უფლის და ღვთისმშობლის დედობრივ კალთას მინდობილნი, მათ ჩვენ ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებით მივმართავთ: „თივით ორსულნო, ჩალას დაბადებთ, ცეცხლია თქვენი სუნთქვა, თქვენივ შემჭმელი“ ().
ხვალინდელ დღეზე ფიქრი განსაზღვრავს ჩვენს განსაკუთრებულ მზრუნველობას ახალგაზრდებზე; ეს სწორია, მაგრამ უფრო მეტი ყურადღება მოზარდ თაობას უნდა მივაქციოთ.
დღეს განსაკუთრებული მისია ეკისრებათ ქართველ დედებს. მათ უნდა შეძლონ ცხოვრების გაუკუღმართებული წესის შეცვლა. მათ აკვნიდანვე უნდა ჩაუნერგონ შვილებს ღვთისა და მოყვასის სიყვარული, ერთგულების, თანაგრძნობის უნარი...
ცხოვრება ისე როდია მოწყობილი, არავისთან შეგექმნას კონფლიქტი, არავის აწყენინო ან არავინ გაწყენინოს. ჩვენს შვილებს უნდა შეეძლოთ მოთმინებაც, შენდობაც, გატანაც. ეს იმას კი არ ნიშნავს, თითქოს მათ არ უნდა ვასწავლოთ ღირსების დაცვა. მაგრამ მათ ღირსება ღირსეულად უნდა დაიცვან, არა ლაჩრული გზით: კაცის კვლით, ბოროტებით, დაუნდობლობით, არამედ სიმართლით, მშვიდობით, ურთიერთპატივისცემით.
მოვუხმოთ სიბრძნესა და სიყვარულს, რამეთუ სიბრძნე მარტოოდენ სიყვარულშია.
საგანგებო ყურადღება უნდა მ...