მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Isaiah 48:1

1. Hear ye this, O house of Jacob, which are called by the name of Israel, and are come forth out of the waters of Judah, which swear by the name of the LORD, and make mention of the God of Israel, but not in truth, nor in righteousness.2. For they call themselves of the holy city, and stay themselves upon the God of Israel; The LORD of hosts is his name.
Isaiah თავი 48
1. Hear ye this, O house of Jacob, which are called by the name of Israel, and are come forth out of the waters of Judah, which swear by the name of the LORD, and make mention of the God of Israel, but not in truth, nor in righteousness.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

სააღდგომო ეპისტოლე 2001 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...ა, ცოდვებს ვერ ხედავს; ეს კი, ფაქტიურად, ნიშნავს ნებაყოფლობით უარის თქმას მარადიულ ნეტარებაზე, - გოლგოთის მსხვერპლით მონიჭებულ უფლის საოცარ ძღვენზე.

„მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი. ნეტავ, ყურად გეღო ჩენი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე“ (), - ბრძანებს უფალი და გვაფრთხილებს: „ჟამი ჩემი ახლოს არს“.

ეს სიტყვები ეხება ყველას, თითოეულ ჩვენგანს. მაცხოვარს სურს, რომ გადავრჩეთ, ღირსნი გავხდეთ ნეტარებისა და ჩვენს გულებში პასექი იზეიმოს.

ძველ აღთქმაში პასექი ნიშნავდა ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა ტყვეობისაგან და ამ ქვეყნად ღვთის ძის, მესიის მობრძანებას. ახალი აღთქმის პასექი - ესაა გათავისუფლება სიმბოლური ეგვიპტისგან - ცოდვებისაგან და სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე.

ჩვენ რას ავირჩევთ, ეგვიპტეს თუ აღთქმულ მიწას?

„ადამიანის შინაგან სამყაროში უხილავი ბრძოლა მიმდინარეობს, რომელიც მთელი ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე გრძელდება. მისი შედეგი, მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვის ეკუთვნის ჩვენი სული, ვისთან და რასთანა არის იგი კავშირსა და ერთობაში“, - წერს ღირსი მამა, მაკარი დიდი.

ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებულიც იგივეს ბრძანებს: „აიღე გული შენი და გამოიძიე, სად არის ს...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1994 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულ, ღვთივკურთხეულ შვილებს::

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულ, ღვთივკურთხეულ შვილებს:

უფალი ბრძანებს: „ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა მშვიდობა შენი და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე“ ()

ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, უფლისგან დალოცვილი საქართველოს მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო საყვარელო თანამემამულენო:

ქრისტე აღდგა!

პასექი ქრისტესი დღესასწაულია სიხარულისა. სიხარული, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს ჩვენს გულებს და ჩვენც, ამ გრძნობით გაბრწყინვებულნი, სულ სხვანაირად აღვიქვამთ სამყაროს, რადგან ეს სიხარული არამიწიერი სიყვარულიდან მომდინარეობს, რომლის უშრეტი წყარო უფალი ბრძანდება, ამიტომაც წერს წმიდა იოანე ღვთისმეტყველი: „ღმერთი სიყუარული არს“ ().

ჩვენ რეალურად უნდა აღვიქვათ სამყარო, მაგრამ ეს ხედვა, აუცილებლად, სიყვარულით უნდა იყოს გამსჭვალული, რადგან თვით სამყარო მთელი თავისი არსით ღვთაებრივი სიყვარულის ნაყოფია.

ცნობილი ფილოსოფოსი ი. პავლოვი წერდა: „ცხოვრება მკვეთრად გამოყოფს ადამიანთა ორ ძირითად სახე...

სრულად ნახვა