ყოვლადსამღვდელონო, მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო, ღვთივრჩეულნო შვილნო საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, უფალი მოგვმართავს თითოეულ ჩვენგანს და გვეუბნება:
„მოიწია ჩემმა დრომ; შენთან ვყოფ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად“ ().
მკვიდრნო ივერიისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, განიხარეთ, რამეთუ
ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !
„ჰოი, პასექო, დიდო და დიდებულო, ქრისტე! ჰოი, სიბრძნეო და სიტყვაო და ძალო, მომეც ჩვენ უსრულესი მოღება მადლთა შენთა დაუღამებელსა მას დღესა სუფევისა შენისასა“ (ტროპარი, პასექის IX გალობა).
აღდგომა ქრისტესი უდიდესი საიდუმლოა, რომლის ჭეშმარიტ სიღრმეს ვერასოდეს შეიცნობს ადამიანის გონება. ეს არის საიდუმლო ჩვენი გამოსყიდვისა და გადარჩენისა;
დღეს ზეიმობს ცა და მიწა, რადგან თავისი აღდგომით მაცხოვარმა სიკვდილი დასთრგუნა. „სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?“ ().
შეიმუსრა ქვესკნელი, დაემხო ბოროტების ტახტი, იხარებენ მართალნი და...