...ის მიხედვით ანიჭებს გვირგვინს (). იგივეს, როგორც ყველასთვის ცნობილია, აკეთებს იგი ლოცვის ღვაწლის მიმართაც. თუ დაინახავს, რომ ვინმე მოშურნეობით უახლოვდება, მაშინვე ეტყვის: „პირველ, ვიდრე ჴმობადმდე მათდა, მე ვისმინო მათი, ჯერეთ თქუმასაღა მათსა ვჰრქუა: რაჲ არს?" (). ხოლო თუ ადამიანი ხანგრძლივ დაჟინებას გამოიჩენს, ღმერთი მის თხოვნასაც დიდი სიყვარულითა და ცხელი მოშურნეობით ასრულებს, თხოვნის აღსრულებამდე კი ქების გვირგვინს ადგამს. ზუსტად ასე მოექცა ქანანელ დედაკაცსაც. როცა იხილა მისი მოშურნეობა და დიდი შეუპოვრობა ვედრებაში, ჯერ შეაქო იგი და, ასე ვთქვათ, ქების გვირგვინით შეამკო, მთელი ქვეყნიერებისთვის სახელოვანი გახადა და მხოლოდ ამის შემდეგ აღუსრულა თხოვნა დიდი სახიერებით. რაკი თქვა: „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი", შემდეგ დაუმატა: „გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს" (). და თუ საღვთო წერილში ყველა ამგვარ მაგალითს გადავხედავთ, ყველგან მეუფის დიდ გულუხვობას დავინახავთ. ამაში სრულიად დარწმუნებული და იმის მცოდნე, რომ ვინც მცირედს დათმობს, უფრო მეტს მიიღებს, პატრიარქმა, როგორც გუშინ გესმოდათ, ლოტს დაუთმო საუკეთესო ნაწილი, თავად კი უარეს...
Isaiah 65:2
1. I am sought of them that asked not for me; I am found of them that sought me not: I said, Behold me, behold me, unto a nation that was not called by my name.2. I have spread out my hands all the day unto a rebellious people, which walketh in a way that was not good, after their own thoughts;3. A people that provoketh me to anger continually to my face; that sacrificeth in gardens, and burneth incense upon altars of brick;
Isaiah თავი 65