მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 1:48

47. And my spirit hath rejoiced in God my Saviour.48. For he hath regarded the low estate of his handmaiden: for, behold, from henceforth all generations shall call me blessed.49. For he that is mighty hath done to me great things; and holy is his name.
Luke თავი 1
48. For he hath regarded the low estate of his handmaiden: for, behold, from henceforth all generations shall call me blessed.
ლუკას სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 1, მ. 1-4]

1. ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათჳს გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის, 2. ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის, 3. ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა ჭეშმარიტებითა, შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთის-მოყუარეო თეოფილე, 4. რაჲთა სცნა, რომელთათჳს-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ.

ვინ იყვნენ ეს მრავალნი, რომელთაც ხელი მიჰყვეს? ცრუ მოციქულნი. ვინაიდან, მართლაც მრავალნი ადგენდნენ სახარებას, როგორიცაა, მაგალითად, ეგვიპტელთა სახარება და სახარება წარწერით „ათორმეტთაგან“. მათ მხოლოდ ხელი მიჰყვეს, მაგრამ ვერ დაამთავრეს. რამდენადაც მათ ღვთის მადლის გარეშე დაიწყეს, სწორედ ამიტომ ვერ დაამთავრეს. ამრიგად, ლუკამ კარგად თქვა „მრავალთა ხელ-ყვეს“. ჭეშმარიტად არა მრავალთა, კერძოდ მათემ და  მარკოზმა, არა მხოლოდ დაიწყეს, არამედ დაამთავრეს კიდეც, ვინაიდან მათ ჰქონდათ სული, სრულყოფილების შემქნელი. „საქმეთათვის გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის“. რადგანაც ის, რაც ქრისტეს შეეხება, არა უბრალოდ შიშველი გადმოცემებითაა ცნობილი, არამედ...

სრულად ნახვა
სიტყვა ხარების დღესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა. რამეთუ აჰა ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი (ლუკა 1, 48).

მგალობელი საღმთოთა ფსალმუნთა წინასწარმეტყველი და მეფე დავით ერთსა შინა თვისსა ფსალმუნსა ესრედ შეგვაგონებს: ახარებდით დღითი დღე მაცხოვარებასა ღვთისასა ურთიერთარს. ყოველ დღე ახარებდითო მაცხოვარებასა ღვთისასა. თუ ყოველ დღე კეთილ არს ხარება ღვთის მაცხოვარებისა, მით უმეტესად აწინდელსა დღესა, რომელი საკუთრად არის დღე ხარებისა, რომელსა შინა მთავარ-ანგელოზი ახარებს ქალწულსა ზეციერსა მაცხოვარებასა კაცთა ნათესავისასა და რომელიც არის თავი, დასაბამი ჩვენის ცხოვრებისა, ვითარცა ჰგალობს წმიდა ეკლესია. და ესრედ, გახარებ თქვენცა დღეს, ძმანო მაცხოვარებასა, ღვთისასა, გახარებ და გამოგიცხადებ, რომ ჩვენ ყოველნი ქრისტიანენი ვიქნებით უკვდავნი, ცხოველნი და ცხონებულნი უკუნითი უკუნისამდე, თუ ღირსებით მივიღებთ და დავიცავთ ამ ხარებას; დაუსრულებელად ვიქნებით გამოუთქმელსა შვებასა და ნეტარებასა შინა, გაბრწყინვებულნი ნათლითა ღვთისათა, გვირგვინოსანნი, გამეფებულნი. გარნა ესეც საკმაო არ არის, ამაზე უდიდესიც და თითქმის შესაძრწუნებელი კაცის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის