მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 11:1

1. And it came to pass, that, as he was praying in a certain place, when he ceased, one of his disciples said unto him, Lord, teach us to pray, as John also taught his disciples.2. And he said unto them, When ye pray, say, Our Father which art in heaven, Hallowed be thy name. Thy kingdom come. Thy will be done, as in heaven, so in earth.
Luke თავი 11
1. And it came to pass, that, as he was praying in a certain place, when he ceased, one of his disciples said unto him, Lord, teach us to pray, as John also taught his disciples.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთერთმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 11; მ. 1-4]

1. და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა. 2. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. 3. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ. 4. და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. 5. და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი, 6. რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას. 7. მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა. 8. გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა,...

სრულად ნახვა
განმარტება ანუ აღხსნა უფლისა იესო ქრისტეს ლოცვისა, ესე იგი, მამაო ჩვენოისა, სამთა მოძღვრებათა შინა, თქმული აფხაზეთში ახლად მონათლულთა წინაშე
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი

ეს ლოცვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ხშირად გესმის თქვენ ძმანო ქრისტიანენო, ყოველს წირვაზედ და ცისკარზედ. ამ ლოცვით დავიწყებთ ჩვენ ყოველთა სხვათა ლოცვათა, როგორადაც ეკკლესიაში, ეგრედვე ჩვენს საკუთარს სახლში. ეს ლოცვა არის უწმიდესი და უმაღლესი ყოველთა სხვათა ლოცვათა, მისთვის, რომელ იგი გვასწავა ჩვენ უფალმან იესო ქრისტემან. მე მსურს განგიმარტო, ანუ აღგიხსნა თქვენ ეს ლოცვა. ოდეს კაცი იტყვის რომელსამე ლოცვასა, კარგად თუ არ ესმის აზრი მისი, უსარგებლო იქმნება მისთვის ის ლოცვა.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა.

ვის უწოდებთ ჩვენ, ძმანო, მამად ამ სიტყვებში? უწოდებთ ღმერთსა, რომელი არს ცათა შინა და ყოველსა ქვეყანასა ზედა. რისთვის უწოდებთ ჩვენ ღმერთსა მამად? ვინ მოგვცა ჩვენ ისრედი კადნიერება, რომ მამად უწოდოთ ღმერთსა? ღმერთი არის ყოვლად შემძლებელი და ყოველთა უმაღლესი, კაცი არის მიწა და ნაცარი; მაშასადამე ვინ მოგვცა ესრედი ღირსება, რომ ღმერთს უწოდებთ მამად? ეს ღირსება მოგვცა ჩვენ ძემან ღვთისამან, უფალმა იესო ქრისტემან. რა სახით? ესრედ, რომელ იგი იყო ძე ღვთისა და მერმედ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ჰრწმენა მისთჳს ჰურიათა, ვითარმედ ბრმაჲ იყო და აღიხილნა, ვიდრემდე მოუწოდეს მშობელთა მისთა“ (9,18).:

...დეს. რამეთუ პირველ ჰკითხეს მას, ვითარმედ: „ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ რაჲთამცა ბოროტი რაჲმე დასწამეს, ვითარცა სხუასა ადგილსა, ვინაჲთგან არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თქუეს, ვითარმედ: „ბელზებული-თა განასხამს ეშმაკთა“, ; ; ; და აქაცა, ვინაჲთგან არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თქუეს, ვითარმედ: „შაბათსა დაჰჴსნის“, და კუალად: „ცოდვილი არსო“.

ეჰა დაბრმობილნო! რაჟამს-იგი აღტყინებულ იყვენით გულისწყრომითა, არა გკითხა ყოველთა ზოგად, ვითარმედ: „ვინ თქუენგანი მამხილებს მე ცოდვისათჳს“? და ვითარ ვერარაჲ ვინ თქუა თქუენგანმან, ამხილა, რამეთუ: უკუეთუმცა გაქუნდა რაჲ სიტყუაჲ, არამცა დასდუმენით. და რომელთა-ეგე გესმა რაჲ, ვითარმედ: აბრაჰამისა პირველ არს, და გენება მისი ქვისა დაკრებაჲ2 და იტყოდეთ, ვითარმედ: „არა ღმრთისაგან არს“, და თავთა თქუენთა ღმრთისად სახელ-სდებდით კაცისმკლველნი ეგე და მას, რომელმან ესეზომნი სასწაულნი ქმნნა, ეტყ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მოცემად იყო მორწმუნეთა მათ მისთა, რამეთუ არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ“ (7,39).:

...იყო მოცემულ? რამეთუ მოციქულნი ეშმაკ-თა მათ, რომელთა მაშინ განასხმიდეს, არა სულისა მიერ წმიდისა განასხმიდეს, არამედ ჴელმწიფებითა მით მის მიერ მოცემულითა, ვითარცა თავადი იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ, ძენი თქუენნი რომლითა განასხმენ ეშმაკთა?“ ; ხოლო ესე თქუა, რაჲთამცა მოასწავა, ვითარმედ არა სულისა მიერ განასხმიდეს უწინარეს ჯუარცუმისა, არამედ მისმიერითა მით ჴელმწიფებითა; და რაჟამს-იგი ეგულებოდა წარვლინებაჲ მათი ქადაგებად, მაშინ ეტყოდა მათ: „მიიღეთ სული წმიდაჲ“; და კუალად: „მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, მაშინ იქმოდეს სასწაულთა“.

ხოლო პირველ რაჟამს წარავლენდა მათ, არა წერილ არს, თუ: მისცა მათ სული წმიდაჲ, არამედ: „მისცა მათ ჴელმწიფებაჲო“ ; და ჰრქუა: „კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით, მკუდართა აღადგინებდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“. ხოლო წინაჲსწარმეტყუელთა ზედა ყოველთა მიერ აღსაარებულ არს, ვითარმედ სულის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისაგან უნდა განსლვად გალილეად, და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას: მომდევდი მე! ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდით, ქალაქისაგან ანდრიაჲსა და პეტრესა“ (1,43-44).:

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისაგან უნდა განსლვად გალილეად, და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას: მომდევდი მე! ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდით, ქალაქისაგან ანდრიაჲსა და პეტრესა“ (1,43-44).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ყოველი რომელი ეძიებდეს, პოვოს“. ; და ამისთჳსცა პოვა ფილიპე მოწფობაჲ ქრისტესი, რამეთუ ვინაჲთგან ანდრიას იოვანეს მიერ ასმიოდა, ხოლო პეტრეს - ანდრიაჲსგან, არამედ ამას არავისგან ასმიოდა, გარნა ოდეს ესმა უფლისა სიტყუაჲ, და მეყსეულად შეუდგა და ქადაგ მისა იქმნა, და ნათანაელ მოაქცია, რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: „რომელი დაწერა მოსე შჯულსა შინა და წინაჲსწარმეტყუელთა, ვპოვეთ“ (1,45). იხილეა, ვითარი სული აქუნდა, რომელი მარადის იწურთიდა სიტყუათა შჯულისათა? ხოლო საკჳრველ არს ანდრიაჲსთჳს და პეტრესთჳს და ფილიპესთჳს, და არა ესე ოდენ, რომელ პირველ სასწაულთა ხილვისა ჰრწმენა, არამედ ესეცა, რომელ ესევითარისა უსწავლელისა ადგილისა, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „გალილიაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“, და იგინი ესევითარნი გამოჩნდეს მუნით. გარნა აქაცა ქრისტემან თჳსი ძალი გამოაჩინა, რამეთუ ესევითარისა უნაყოფოჲსა ქუეყანისაგან ესევითარნი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიჰხედა მას იესუ და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძჱ იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდჱ“ (1,42).:

...კუალად დედაკაცსა მას ზედა სამარიტელსა, რამეთუ არა უდარჱს სასწაულთა განაკჳრვებენ კაცთა წინაჲსწარმეტყუელებანიცა; რამეთუ სასწაულნი მრავალგზის ურწმუნო-ყვნეს და იტყოდეს, ვითარმედ: „ბელზებულითა განასხამს ეშმაკთა“, ; ; ხოლო წინაჲსწარმეტყუელებისათჳს არარაჲ სადა თქუმულ არს ესევითარი. პეტრეს და ნათანაელს ზედა უკუე აჩუენა წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ხოლო ანდრიას და ფილიპეს ზედა არა, რამეთუ ანდრიას და მისთანასა მას აქუნდა სიმტკიცე იოვანეს წამებისაგან, და ფილიპეს კუალად ჰრწმენა, ჰხედვიდა რაჲ, მუნ მდგომარეთა ვითარ ჰრწმენა, არამედ პეტრეს უწინაჲსწარმეტყუელა და ჰრქუა: „შენ ხარ სიმონ იონაჲსი“. საცნაურისა მისგან უცნაური იგი სარწმუნო-უყო მას, რაჲთა ცნას, ვითარმედ რომელმან სახელი მამისაჲ ცნა, არამცა ყოფადიცა იგი იცოდაა? ესრეთ უკუე მარადის წინაჲსწარმეტყუელებათა მიერ იდიდების ღმერთი, რამეთუ ესე საქმჱ მარადის ღმრთისაჲ არს, რომლისაჲ ვერ ძალ-უც ეშმაკთა ბაძვად; დაღაცათუ ფრიად ისწრაფდენ სასწაულთათჳს, ნუუკუედა იქმოდიან უცნებითა, ხოლო წინაჲსწარცნობასა ყოლად ვერ შემძლებელ არიან, და უკუეთუ სადა ქმნან, იჭჳთ და შეტყუვილით იქმან, ხოლო ჭეშმარიტებაჲ არარაჲ იციან. ხოლო პეტრე არა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ, რამეთუ ხედვენ და არა ხედვენ, და ესმის და არა ესმის, არცა გულისჴმა-ყვიან. და აღესრულების მათ ზედა წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ. რამეთუ განზრქა გული ერისაჲ მის, და ყურითა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ, და განვკურნნე იგინი“ (13,13-15).:

...აჲ. ჰე, უკუეთუმცა ბუნებისაჲ იყო სიბრმე, ჯერ-იყო აღხილვაჲ; ხოლო ვინაჲთგან ნეფსითი იყო დაწუხვაჲ თუალთაჲ, ამისთჳს არა თქუა, თუ: არა ხედვენ, არამედ: „ხედვენ და არა ხედვენო“. რამეთუ მათისა უკეთურებისაგან იყო სიბრმე იგი.

ხედვიდეს განსხმასა ეშმაკთასა და იტყოდეს: „ბერზებულითა, მთავრითა ეშმაკთაჲთა, განასხამსო ეშმაკთა“. ; ესმოდა, ვითარ ღმერთსა შეაწყნარებდა მათ და დიდი იგი აქუნდა მისა მიმართ ერთობაჲ, და იტყოდეს: „ესე არა ღმრთისაგან არსო“. ვინაჲთგან უკუე კეთილსა ხედვიდეს და ესმოდა, და იგინი ბოროტსა იტყოდეს, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ხილვაჲცა იგი და სმენაჲ მიეღოს, რამეთუ არარას ერგების, არამედ უფროჲსად დასასჯელ არს მათა. რამეთუ არა ხოლო თუ ურწმუნო იყვნეს, არამედ წინა აღუდგებოდესცა და შეასმენდეს და მოკლვად განიზრახვიდეს.

რამეთუ თავადი პირველითგან არა ესრეთ ეტყოდა მათ, არამედ ფრიადითა განმარტებითა იყო სიტყუაჲ მისი, ხოლო ვინაჲთგან იგინი დრკუ იყვნეს და გულარძნილ, ამისთჳს იგავით იწყო სიტყუად. ხოლო რაჲთა ვერ თქუან, თუ ცუდად აბრალობს მათ, ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია მოიყვანა დამამტკიცებელად ამის სიტყჳსა და თქუა, ვითარმედ: „აღესრულების მათ ზედა...

სრულად ნახვა