მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 12:19

18. And he said, This will I do: I will pull down my barns, and build greater; and there will I bestow all my fruits and my goods.19. And I will say to my soul, Soul, thou hast much goods laid up for many years; take thine ease, eat, drink, and be merry.20. But God said unto him, Thou fool, this night thy soul shall be required of thee: then whose shall those things be, which thou hast provided?
Luke თავი 12
19. And I will say to my soul, Soul, thou hast much goods laid up for many years; take thine ease, eat, drink, and be merry.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთორმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 12; მ. 1-3]

1. რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ. 2. ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. 3. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა.

ფარისევლები ცდილობდნენ სიტყვაში დაეჭირათ უფალი, რათა ხალხი ჩამოეშორებინათ მისთვის, მაგრამ პირიქით მოხდა. სულ უფრო ბევრი ხალხი იკრიბებოდა: იკრიბებოდა მრავალი ათასი და თითოეული ისე ესწრაფვოდა მასთან მიახლოებას, რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ. ასეთი ძლიერია ჭეშმარიტება, ხოლო სიცრუე ყველგან უძლურია! იესო, იცოდა რა ფარისეველთა მზაკვრობის შესახებ და ხედავდა რა, რომ ისინი მხოლოდ თავს აჩვენებენ ისე, თითქოსდა შეკითხვა ჰქონდეთ, საქმით კი საბაბს ეძებენ მის წინააღმდეგ, თავის მოწაფეებთან ფარისეველთა ორგულობაზე ალაპარაკდა, ეჭვგარეშეა იმისთვის, რათა ემხილება ისინი და სააშკარაოზე გადმოეტენა მათი თვალთმაქცობიტ აღსავსე გულები....

სრულად ნახვა
სიტყვა კვ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

უგუნურო! ამას ღამესა შინა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელი მოიმზადე ვისა იყოს? (ლოუკ, იბ. კ)

ერთსა მდიდარსა კაცსა, როგორც მოგვითხრობს დღეს წაკითხული სახარებისა იგავი, მოუვიდა ურიცხვი მოსავალი იმ ზომად, რომ ადგილიც არა ჰქონდა, სად შეენახა იგი. მაშინ მან იფიქრა თავის გულში: რა ვქნა, რომ ამოდენი სიმდიდრე მომემატა! და მერმე ესრედ გადაწყვიტა: აღვაშენებ უდიდესთა საუნჯისთა შესანახავთა, შევკრებ მუნ ყოველსა ჩემსა ნაყოფსა და სიმდიდრესა და ვეტყვი სულსა ჩემსა: სულო გაქვს მრავალი კეთილი, დაუნჯებული მრავალთა წელთა; განისვენე, სჭამე და სვი, და იხარებდე. გარნა უფალმან რქვა მას: უგუნურო! ამას ღამესა შინა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელი მოიმზადე. ვისა იყოს?

რასა შინა მდგომარეობდა, ძმანო-მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, უგუნურება მდიდრისა ამის კაცისა? პირველად მას შინა, რომელ მას ჰქონდა შეცდომილი, უგუნური ჰაზრი სიმდიდრეზე და მის ხმარებაზედ. იგი ჰფიქრობდა, რომელ თუ კი კაცმა შეიძინა სიმდიდრე, მან უნდა განისვენოს, ჰსვას, სჭამოს, განიხაროს და მეტი არაფერი აკეთოს. რა ესრედ უნდა ჰფიქრობდეს გონიერი ქრისტიანე კაცი. ან არ უნდა წარმოიდგინოს თავის...

სრულად ნახვა
სიტყვა ოცდამეექვსესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სულო! გაქვს მრავალი კეთილი, დაუნჯებული მრავალთა წელთა; განისვენე, სჭამე და ჰსვი, და იხარებდე. (ლუკა 12, 19).

დღეს წაკითხულისა სახარებისაგან იგავითა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვაფრთხილებს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, უგუნურისა თავმოყვარეობისა, ანუ თავხედობისაგან. მდიდარი იგი კაცი აღწერილი ამ იგავში, არის სახე, ანუ მაგალითი უჭკუო თავის შეყვარებისა. როდესაც მას მოუვიდა მრავალი მოსავალი, და ესრედ, უწინდელსა სიმდიდრესა ზედა მიემატა ახალი სიმდიდრე, ნაცვლად მისა, რომ ღმერთს მადლობა შესწიროს და აღუთქვას გულში სიმდიდრისა მისისა მოხმარება კეთილთა საქმეთათვის, იგი მარტო თავის თავზე ჰფიქრობს, თავის სიამოვნებას და განსვენებას ეძიებს. სულო! გაქვს მრავალი კეთილი, დაუნჯებული მრავალთა წელთა, განისვენე, სჭამე, ჰსვი და იხარე. აჰა, რისთვის გაუხარდა მას სიმდიდრის მომატება! აჰა, რა ბედნიერებას ეძიებდა იგი! სჩანს, რომ მის გულში, თვინიერ სულელურისა თავისმოყვარეობისა, სხვა არც ერთი კეთილი გრძნობა და აზრი არ იყო.

მართალია, ძმანო ჩემნო, არ შეიძლება კაცს თავი არ უყვარდეს, თავის სიკეთეს არ ჰფიქრობდეს და არ ჰზრუნავდეს. თვით ბუნებიდგანვე დანერგილი აქვს კაცს გულში...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის