მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 16:10

9. And I say unto you, Make to yourselves friends of the mammon of unrighteousness; that, when ye fail, they may receive you into everlasting habitations.10. He that is faithful in that which is least is faithful also in much: and he that is unjust in the least is unjust also in much.11. If therefore ye have not been faithful in the unrighteous mammon, who will commit to your trust the true riches?
Luke თავი 16
10. He that is faithful in that which is least is faithful also in much: and he that is unjust in the least is unjust also in much.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთექვსმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 16; 1-9]

1. და ეტყოდა მოწაფეთაცა: კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელსა ესუა მნე. და ესე შეასმინეს მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი. 2. და მოუწოდა და ჰრქუა მას: რაჲ არს ესე, რომელ მესმის შენთჳს? მომეც მე სიტყუაჲ სამნოჲსა შენისაჲ, რამეთუ არღარა ჴელ-გეწიფების ამიერითგან მნეობად. 3. ხოლო მნემან მან თქუა გულსა თჳსსა: რაჲ ვყო, რამეთუ უფალი ჩემი მიმიღებს სამნოსა ჩემსა? საქმედ არა ძალ-მიც, თხოვად მრცხუენის. 4. უწყი, რაჲ ვყო, რაჲთა, რაჟამს გარდავდგე მნობისაგან, შემიწყნარონ მე სახლთა მათთა. 5. და მოუწოდა კაცად-კაცადსა, თანა-მდებსა უფლისა თჳსისასა და ჰრქუა პირველსა მას: რაოდენი თანა-გაც უფლისა ჩემისაჲ? 6. და მან თქუა: ასი საწნეხელი ზეთისაჲ. და ჰრქუა მას: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაჯედ ადრე და დაწერე ერგასისი. 7. მერმე სხუასა ჰრქუა: შენ რაოდენი თანა-გაც? ხოლო მან თქუა: ასი სათოელი იფქლისაჲ. ჰრქუა მასცა: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაწერე: ოთხმეოცი. 8. და აქო უფალმან მნე იგი სიცრუვისაჲ, რამეთუ გონიერად ყო. რამეთუ ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროჲს ძეთა ნათლისათა ნათესავსა შორის მათსა. 9. და მე გეტყჳ თქუენ: ისხენით თავისა თქუენისა...

სრულად ნახვა
მოძღვრება თქმული ქუთაისის მთავარ ანგელოზის ეკლესიასა შინა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სარწმუნო იგი მცირესა ზედა, და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს; და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, მრავალსა ზედაცა ცრუ არს. ( ლუკ. 16, 10).

დღეს, ძმანო ჩემნო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ჩვენ განვიზრახეთ უბნობა თქვენთა იმ საგანზედ, რომელსა გვასწავლის ჩვენ მაცხოვარი ახლა მოყვანილსა სიტყვასა შინა: სარწმუნო იგი მცირესა ზედა... მახლობელი და პირდაპირი აზრი ამ სიტყვისა არის უბრალო და ცხადი: აქ მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ, რომელ კაცი, სარწმუნოდ და პატიოსნად აღმასრულებელი ყოველი მცირე საქმისა და მოვალეობისა, მსგავსადვე პატიოსნად და სათნოდ აღასრულებს დიდ დიდ საქმეებსაც: წინააღმდეგ ამისა, თუ ვინმე მცირე საქმეებში ყალბად და ბრუდედ იქცევა, ის დიდ საქმეებსაც ურწმუნოდ და ცუდად აღასრულებს. უბრალო და ცხადი არის ეს აზრი, მაგრამ დიდი და სასარგებლო ზნეობითი სწავლა გამოიყვანება მისგან.

სარწმუნო იგი მცირესა ზედა და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს. მცირედ უფალი იესო ქრისტე აქ უწოდებს, პირველად, აქაურსა, სოფლიურსა ჩვენსა ცხოვრებასა. მართლა, როდესაც ჩვენ ამ წუთის სოფლის ცხოვრებას შევამსგავსებთ მომავალსა, ზეციურსა ცხოვრებასა, იგი გამოსჩნდება ერთობ მცირე, და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის