მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 21:18

17. And ye shall be hated of all men for my name's sake.18. But there shall not an hair of your head perish.19. In your patience possess ye your souls.
Luke თავი 21
18. But there shall not an hair of your head perish.
ლუკას სახარების განმარტება თავი ოცდამეერთე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 21; მ. 1-4]

1. და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას მდიდარნი. 2. და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი, 3. და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა, 4. რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.

იყო წმინდა საგანძური, რომელშიც შესაწირავს ყრიდა ღვთისმოყვარე ხალხი, რომელსაც ტაძრის სამუშაოებისათვის, მის შესაკეთებლად იყენებდნენ და საერთოდ ტაძრის მოსართავად და ღარიბთა დასახმარებლად იყენებდნენ, მაგრამ ბოლო დროს მღვდლებმა ეს საგანძურებიც სავაჭრო აღებ-მიცემის საგნად აქციეს, იყენებდნენ რა მას ერთმანეთს შორის და არ იყენებდნენ რა მას იმისათვის, რისთვისაც დადგენილი იყო თავდაპირველად. უფალი ქვრივს აქებს ყველა სხვა დანარჩენზე მეტად იმიტომ, რომ მან თავისი ნაკლულევანებისაგან ჩააგდო მთელი თავისი საბადებელი, ვინაიდან ორი მწულილი, როგორც ჩანს, კი უმნიშვნელოა, მაგრამ მისთვის, ვინც მოწყალებით იკვებებოდა მთელ მის სარჩო-საბადებელს...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2006 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...რწმენა ღვთისა ნიშნავს არა მარტო იმას, რომ ღმერთი არსებობს, არამედ იმასაც, რომ უფალი ყოველივეს სიბრძნით განაგებს და ყოველივე კეთილად წარემართებათ მის მორწმუნეთ; ამასთან, უფლის ნების გარეშე ერთი ჩიტიც არ დავარდება დედამიწაზე, და არც თმის ერთი ღერი - ჩვენი თავიდან (; ).

იმედი ის მადლია, რაც ძალას აძლევს ადამიანს მიწიერი ყოფის განსაცდელთა დასაძლევად და ღმერთამდე ასამაღლებლად. გაჭირვებამ არ უნდა შეგვაშინოს და სასოება არ უნდა დაგვაკარგვინოს, რადგან თუ გვწამს, რომ ღმერთი სიყვარულია, ბუნებრივია, უნდა გვწამდეს ისიც, რომ იგი ცუდს არასოდეს გაუკეთებს მას, ვინც უყვარს. ამიტომ, სიხარული თუ მწუხარება, რაც ჩვენი ცხოვრების გზაზე გვხვდება, მხოლოდ ჩვენივე სიკეთისათვის არის დაშვებული, სამწუხაროდ ამას ხშირად ვერ ვაცნობიერებთ.

უფალი ბრძანებს: „ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები; როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქვენს ზრახვებზე“ (ისაია 55,8-9).

რწმენა და იმედი მხოლოდ წუთისოფლის საგზალია და ბოროტთან ბრძოლისათვის ჩვენი ღვთაებრივი საჭურველი. მათგან გასხვავებით სიყვარული სულის მარადიული თვისებაა. ეს გრძნობა ღვთაებრივი მად...

სრულად ნახვა