მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 24:4

3. And they entered in, and found not the body of the Lord Jesus.4. And it came to pass, as they were much perplexed thereabout, behold, two men stood by them in shining garments:5. And as they were afraid, and bowed down their faces to the earth, they said unto them, Why seek ye the living among the dead?
Luke თავი 24
4. And it came to pass, as they were much perplexed thereabout, behold, two men stood by them in shining garments:
ლუკას სახარების განმარტება თავი ოცდამეოთხე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 24; მ. 1-12]

1. ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა. 2. და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან. 3. და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი. 4. და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა. 5. და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა? 6. არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას, 7. და თქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად. 8. და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი. 9. და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა. 10. ხოლო იყვნეს მაგდალენელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას. 11. და უჩნდეს სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ წინაშე და არა ჰრწმენა მათი. 12. ხოლო პეტრე აღდგა და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად კუალად გამოუცხადა თავი თჳსი მოწაფეთა თჳსთა ტბასა ზედა ტიბერიისასა“ (21,1).:

...არა აღიხილავს ზეცად, არცა იქმს კაცობრივთა საქმეთა, რაჲთამცა გულისხმა-უყო, ვითარმედ იგიცა ყოველი განგებულებით იყო. ხოლო ბრძანა მოღებაჲ მათცა თევზთაგან, რომელ შეეპყრა, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ არა უცნებაჲ იყო საქმჱ იგი. აქა უკუე არა იტყჳს, ვითარმედ: ჭამა მათ თანა, გარნა ლუკა იტყჳს, ვი-თარმედ: „ჭამა მათ თანა“, ხოლო თუ ვითარ ჭამა, არა ჩუენი არს ამისი თქუმაჲ, რამეთუ უცხოჲთა რაჲთმე საქმითა იქმნებოდა; არა თუ ბუნებასაღა უჴმდა ჭამადი, არამედ განგებულებით იქმოდა მათთჳს.

სწავლაჲ პზ მოთმინებისათჳს და ვნებათათჳს

აწ, ოდეს გესმოდიან ესე, ნუუკუედა ლმობიერ იქმნებით და ჰნატრით მათ, რომელნი მის თანა იყვნეს და რომელთა ეგულების მას დღესა ყოფაჲ მის თანა. ვისწრაფოთ ხილვად პირისა მის მისისა ბრწყინვალისა ტკბილად მას დღესა. გევედრები, ნუმცა უკუე დავემჴობვით ესევი-თარისა მის დიდებისაგან, რამეთუ არა ძნელ არს საქმჱ ესე, არცა მძიმე, უკუეთუ ოდენ ჩუენ გუენებოს და მოვითმინოთ მისთჳს ყოველივე, რაჲთა მის თანა ვსუფევდეთ და ვიდოდით აქა იწროსა მას შინა გზასა. რამეთუ დაღაცათუ იწროდ ჩანს, არამედ ფრიადისა სივრცისა მიზეზ იქმნების ჩუენდა. აღვიხილნეთ უკუე ზეცად თუალნი ჩუენნი და მუნ მყოფთა მათ კეთილთა ვიგონებდეთ და ესრეთ ყოველი ჭირი სოფლისაჲ სიხარულით თავს-ვიდვათ, და ვერ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ამენ“ (28,20).:

...რიან და დაუსრულებელ, უოხჭნო და მიუწთომელ.

ესრეთ განაძლიერნა გონებანი მათნი ჴსენებითა მის დღისაჲთა და წარავლინნა ქადაგებად ყოველსა სოფელსა, ვინაჲთგან მადლი წმიდისა სულისაჲ მოიღეს; რამეთუ ესე თავადმანვე უბრძანა, ვითარცა ლუკა გუაუწყებს: „ხოლო თქუენ დასხედითო ქალაქსა ამას შინა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით გამო“.

სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს

კეთილად უკუე და სამართლად განამტკიცნა უფალმან გულნი მოციქულთანი ჴსენებითა მის დღისაჲთა; რამეთუ ნანდჳლვე ჴსენებაჲ დღისა მის განკითხვისაჲ სათნოთა და ღმრთისმოყუარეთათჳს საწადელ არს, ვითარცა-იგი ცოდვილთათჳს და დასჯილთა გონებითა საშინელ არს და საგლოელ. ამისთჳს გევედრები, საყუარელნო ჩემნო, ნუ გუეშინის ოდენ და ვძრწით მის დღისაგან, არამედ მოვიქცეთ სინანულად, ვიდრეღა ჟამი გუაქუს.

განვეშორნეთ ბოროტთა საქმეთაგან და ვიქმოდით კეთილსა; რამე-თუ ძალ-გჳც, უკუეთუ ოდენ გუენებოს. არა ჰხედავთა, ვითარ პირველსაცა შჯულსა შინა, ოდეს-იგი დიდ იყო მძლავრობაჲ ცოდვისაჲ, მრავალნი მძლე ექმნეს ვნებათა და წარჰმართეს სათნოებაჲ?

არა აწ უმეტესად ადვილ არსა, ვინაჲთგან ქრისტე მოვიდა და განგჳახლა ჩუენ გზაჲ სათნოებისაჲ და ცოდვაჲ დასაჯა პატიოსნითა ჯუარითა თჳსითა?

გულისჴმა-ყავთ უკუე, ვითარმედ არარა...

სრულად ნახვა