მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 6:47

46. And why call ye me, Lord, Lord, and do not the things which I say?47. Whosoever cometh to me, and heareth my sayings, and doeth them, I will shew you to whom he is like:48. He is like a man which built an house, and digged deep, and laid the foundation on a rock: and when the flood arose, the stream beat vehemently upon that house, and could not shake it: for it was founded upon a rock.
Luke თავი 6
47. Whosoever cometh to me, and heareth my sayings, and doeth them, I will shew you to whom he is like:
ლუკას სახარების განმარტება თავი მეექვსე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 6; მ. 1-5]

1. და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს. 2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა, 4. ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო? 5. და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

იუდეველები ყოველგვარ დღესასწაულს შაბათს ეძახდნენ, ვინაიდან შაბათი ნიშნავს - სიმშვიდეს. ხშირად დღესასწაული ემთხვეოდა პარასკევს და ამ პარასკევსაც, დღესასწაულის გამო, შაბათს უწოდებდნენ. მერე კი თავად შაბათს უწოდებდნენ მეორე - პირველს, როგორც მეორეს მისი წინამორბედი სხვა დღესასწაულისა და შაბათის შემდგომ. მსგავსი რამ მოხდა მაშინაც და ამ შაბათს ეწოდა მეორე - პირველი. ფარისევლებს, რომლებიც ბრალს დებდნენ მოწაფეებს იმის გამო, რომ ისინი შაბათს ჭამდნენ, „მოსჭრიდნენ“, ანუ გლეჯდნენ თავთავებსა...

სრულად ნახვა
სიტყვა თქმული ბ-სა ოქტომბერს მოწამეთის მონასტერსა შინა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რასა მეტყვით მე: უფალო! უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვი თქვენ (ლუკ.ვ. მვ.)

ვის აყვედრებს, ძმანო, ესრედ უფალი იესო ქრისტე? ვის ეტყვის სამდურავსა ამას? ეტყვის მათ, რომელნი მივიდოდენ მასთან, ისმენდენ სიტყვას მისსა, გარნა არა აღასრულებდენ მას. აყვედრებს მათ, რომელთა უყვარდათ კი დარიგება მისი, კიდეც ჰქონდათ სასოება მას ზედა, ხშირად ევედრებოდენ მას და ეტყოდენ: უფალო! შეგვიწყალენ, უფალო! შეგვეწიე, უფალო! შეგვინდევ ცოდვანი ჩვენნი: გარნა საქმით კი არ ჰცდილობდენ აღსრულებასა მცნებათა მისთათა. სჩანს, ძმანო, რომ მაშინაც იყვნენ კაცნი სულმოკლენი, სუსტნი ხასიათითა, რომელთა ჰქონდათ კი სარწმუნოება, სასოება, გარნა ესოდენსა ძალსა ვერ დაატანდენ თავსა თვისთა, რომ მოეშალათ ცოდვა და ეწყოთ სიწმინდით ცხოვრება. გარნა აწ, ამ ჩვენს დროებაში, უმრავლესნი არიან ესრეთნი პირნი; მაშასადამე, მათცა აყვედრებს მაცხოვარი: რასა მეტყვით მე: უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვით თქვენ. თუ სარწმუნოება და სასოება გაქვს შენ, ძმაო ჩემო, თუ ეკლესიაში მოდიხარ და ლოცულობ ღმერთსა, თუ გამოითხოვ შენდობასა და მოტევებასა ცოდვათა შენთასა, თუ ხშირად ევედრები ღმერთს: ღმერთო!...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის