მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Mark 12:27

26. And as touching the dead, that they rise: have ye not read in the book of Moses, how in the bush God spake unto him, saying, I am the God of Abraham, and the God of Isaac, and the God of Jacob?27. He is not the God of the dead, but the God of the living: ye therefore do greatly err.28. And one of the scribes came, and having heard them reasoning together, and perceiving that he had answered them well, asked him, Which is the first commandment of all?
Mark თავი 12
27. He is not the God of the dead, but the God of the living: ye therefore do greatly err.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეთორმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 12, მ. 1-9)

1. და იწყო იგავით მათა სიტყუად: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი ქუეყანის-მოქმედთა და წარვიდა. 2. და მიავლინა ქუეყანის-მოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის. 3. ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი. 4. მერმე კუალად წარავლინა სხუაჲ მონაჲ, და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს და წარავლინეს გინებული. 5. და კუალად სხუაჲ მიავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი მრავალნი – რომელთამე სტანჯვიდეს და რომელთამე მოჰკლვიდეს. 6. უკუანაჲსკნელ, ერთი ძე ესუა საყუარელი თჳსი, მიავლინა მათა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისათჳს. 7. ხოლო ქუეყანის-მოქმედთა მათ თქუეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი მისი, მოვედით და მოვკლათ იგი, და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი ესე. 8. და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ სავენაჴით. 9. აწ რაჲ უყოს მათ უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და მოსრნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა.

ვენახი აღნიშნავს იუდეველ ხალხს, რომელიც დაასხა უფალმა: „დაამტკიცე ისე, რომელ...

სრულად ნახვა
ჰომილია 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...მით, რომ რაიმე კეთილს აკეთებენ; ვინაიდან თუ ეს არ ახლავს, მკვდრებზე არაფრით უკეთესნი არ იქნებიან. და რათა გაიგო, მოისმინე, როგორ შეიძლება, მოკვდეს კაცი და მაინც ცოცხლობდეს. ამბობს: „არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ღმერთი ცხოველთაჲ." (). მაგრამ ესეც, ამბობს, კვლავ გამოცანაა. ამრიგად, ორივე განვმარტოთ. ვინმე ცოცხლადვე მკვდარია, როცა ცხოვრებას განცხრომაში ატარებს. როგორ?

მხოლოდ მუცლით ცხოვრობს, ხოლო სხვა გრძნობებით სრულიად არა; ანუ არ ხედავს იმას, რაც უნდა ხედავდეს, არ ისმენს იმას, რაც უნდა ისმენდეს, არ ამბობს იმას, რაც უნდა ამბობდეს, და არც ცოცხალთა საქმეებს აღასრულებს; არამედ როგორც ის, საწოლზე გაჭიმული, თვალებმილულული და ქუთუთოებმოკუმული, არსებულთაგან არაფერს გრძნობს, ასევეა ესეც; უფრო სწორად, ასე კი არა, გაცილებით უარესად. ის კი კეთილთა მიმართაც და ბოროტთა მიმართაც ერთნაირად უგრძნობელია; ეს კი მხოლოდ მათ გრძნობს, ბოროტებებს ვამბობ,...

სრულად ნახვა