მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Mark 6:17

16. But when Herod heard thereof, he said, It is John, whom I beheaded: he is risen from the dead.17. For Herod himself had sent forth and laid hold upon John, and bound him in prison for Herodias' sake, his brother Philip's wife: for he had married her.18. For John had said unto Herod, It is not lawful for thee to have thy brother's wife.
Mark თავი 6
17. For Herod himself had sent forth and laid hold upon John, and bound him in prison for Herodias' sake, his brother Philip's wife: for he had married her.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეექვსე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 6, მ. 1-3)

1. და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი. 2. და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნე ესე მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან? 3. ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა მიმართ.

უფალი მოდის მშობლიურ მხარეში იმიტომ, კი არა, თიტქოს არ იცოდა უყურადღებობას რომ გამოიჩენდნენ, არამედ იმიტომ, რომ შემდგომში არ ეთქვათ: ის რომ მოსულიყო, ვირწმუნებდითო. მოდის აგრეთვე, რათა ამხოლოს შურიანი ზნე თავისი თანამემამულეებისა; რამეთუ მაშინ, როდესაც ასე ამკობდა მათ სამშობლოს როგორც მოძღვრებით, ისე სასწაულებით, ამის ნაცვლად ამცირებდნენ უფალს მისი რარიბული წარმომავლობის გამო. აი როგორი ბოროტებაა შური! ის ყოველთვის ცდილობს დააბნელოს კეთილი და არ აძლევს საშუალებას მოშურნეებს დაინახონ იგი. მსგავსად ამისა, ახლაც მრავალნი თავიანთი კეთილგანწყობისა...

სრულად ნახვა
სიტყვა თქმული ქუთაისის საპყრობილის ეკკლესიასა შინა 29 აგვისტოს
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რამეთუ ამან იროდი მიავლინა და შეიპყრა იოანე, შეჰბორკილა იგი და შესუა საპყრობილედ (მარკ. 6, 17).

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! დღეს წმიდა ეკლესია მოიხსენებს იოანე წინა-მორბედის და ნათლისმცემლის თავის კვეთასა. ეს თქვენი ეკლესიაც არის ნაკურთხი იოანე ნათლისმცემლის სახელზე, და დღეს არის თქვენი ეკლესიის დღეობა. რა განზრახვით მოხდა ეს, რომ თქვენი ეკლესია იქმნა კურთხეულ იოანე ნათლისმცემლის სახელზე? იმ განზრახვით, რომ აქედგან თქვენ მიიღოთ სულიერი სწავლა, დარიგება და ნუგეში.

მართლა, წმიდა იოანე წინა-მორბედი და ნათლისმცემელიც ისე იყო შებორკილებული და შესმული საპყრობილეში, ვითარცა ხართ თქვენ ყოველნი. მართალია, რომელ იგი იყო დაპყრობილი არა ბრალისა და ბოროტ-მოქმედებისა თვისისათვის, არამედ სრულიად უბრალოდ, მტრის შესმენით. ახლაც შეუძლებელი არ არის, რომ ვინმე თქვენგანიცა უბრალოდ იყოს შესმული და დაპყრობილი აქ. და თუ მართლა ვინმე არის ესრეთი თქვენს შორის, თუ მართლა ვისმე თქვენგანს თვისი სინიდისი არ ამტყუნებს იმ ცუდს საქმეში, რომლისათვის აქ ჩასვეს იგი, იმან თავის გულში ამ სახით განიზრახოს: თუ კი დიდი წინასწარმეტყველი, ქრისტეს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის