მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Mark 8:3

2. I have compassion on the multitude, because they have now been with me three days, and have nothing to eat:3. And if I send them away fasting to their own houses, they will faint by the way: for divers of them came from far.4. And his disciples answered him, From whence can a man satisfy these men with bread here in the wilderness?
Mark თავი 8
3. And if I send them away fasting to their own houses, they will faint by the way: for divers of them came from far.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მერვე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 8, მ. 1-9)

1. მათ დღეთა შინა მერმე კუალად ერი მრავალი იყო და არარაჲ აქუნდა, რაჲმცა ჭამეს; მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: 2. მეწყალის მე ერი ესე, რამეთუ სამი დღე არს, ვინაჲთგან მელიან მე, და არარაჲ აქუს, რაჲ ჭამონ. 3. და უკუეთუ განუტევნე უზმანი ვანად მათა, დაჰჴსნდენ გზასა ზედა, რამეთუ რომელნიმე მათგანნი შორით მოსრულ არიან. 4. და მიუგეს მოწაფეთა მისთა და ჰრქუეს: ვინაჲ ძალ-გჳც განძღებად აქა პურითა ესოდენისა ერისა უდაბნოსა ზედა? 5. და ჰკითხა მათ: რაოდენი გაქუს პური? ხოლო მათ ჰრქუეს: შჳდი. 6. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა და მოიღო შჳდი იგი პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და დაუდგეს ერსა მას. 7. და აქუნდა თევზიცა მცირედ, და იგიცა აკურთხა და უბრძანა მან დაგებად. 8. და ჭამეს და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფჳრიდი. 9. და იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, ვითარ ოთხ ათას ოდენ; და განუტევნა იგინი.

უფალმა უკვე ადრეც არასრულა მსგავსი სასწაული. იგი სასწაულს სჩადის ახლაც, აქვს რა ხელსაყრელი შემთხვევა ამისა. შემთხვევა კი იმგვარი იყო, რომ ხალხი სამი დღის მანძილზე მასთან...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1985 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა::

...მდაბლით მიიღეთ ცხოვრების ტვირთი და მუდამ გახსოვდეთ: ყველაზე მეტად სულს სჭირდება გაფრთხილება; მასზე ძვირფასი არა არის რა კაცისათვის. იგი განსაზღვრავს ჩვენი მარადიული სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, ამიტომაც ბრძანებს მარკოზ მახარებელი: „რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს“ (). ჭეშმარიტად, მთელი ქვეყნის სიმდიდრეც არ არის ერთი სულის ფასი.

ცხოვრებას სურს გაგთელოს; მისთვის სულერთია, დიდი ხარ შენ თუ პატარა, მეცნიერი თუ უბრალო მუშა, მაგრამ გახსოვდეს, შენს გვერდით უხილავად მუდამ დგას უფალი, გამხნევებს და გეუბნება: „მე ვარ ღმერთი შენი, მპყრობელი მარჯუენისა შენისა, რომელმან გარქუ შენ: ნუ გეშინინ, რამეთუ შეგეწიო შენ“ (ისაია 41,13).

მთავარია, ვიცოდეთ, ვართ თუ არა მზად ღმერთთან შესახვედრად, ღია არის თუ არა ჩვენი გული იესო ქრისტესათვის, შეგვიძლია თუ არა წარმოვთქვათ მეფე დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: **„უფალმან მმწყსოს მე და მე არაი მაკლდეს. ადგილსა მწვანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის. ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1984 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს::

...ად რომ ვთქვათ, ისინი, ვინც ქრისტეს მოძღვრებას მიიღებენ, მოვალენი არიან იცხოვრონ ისე, რომ გააგრძელონ საქმენი კაცობრიობისათვის შეწირული უფლისა; უკეთუ გსურთ იყოთ ჭეშმარიტი მორწმუნენი, ღრმად დაუკვირდით ამ სიტყვებს: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“().

თავის უარყოფა ნიშნავს გათავისუფლებას მიწიერი მისწრაფებებისაგან, ვიწრო ეგოიზმისა და ამპარტავნებისაგან (როცა პიროვნება ქედმაღლურად უყურებს და მხოლოდ იმის მიხედვით აფასებს ადამიანებს, თუ ვის რა სიკეთის მოტანა შეუძლია მისთვის), თავის უარყოფა ნიშნავს, მსახურებას მოყვასისათვის.

მაგალითისათვის დავასახელებდი ღვაწლსა და შრომას ქართველთა მეფის თამარისა, რომლის გამეფების 800 წლისთავს წელს ზეიმით აღნიშნავს ჩვენი ეკლესია და ხალხი. იგია სახე ჩვენი ერისადმი შეწირული მოღვაწისა და დიდი ჯვარისმტვირთველისა. სულტანმა რუქნადინმა გადაწყვიტა დაერბია გაძლიერებული საქართველო და აღეგავა იგი პირისაგან მიწისა. მან მეფე თამარს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა:

„...აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი, რათა აღვხოცო ყოველი მამაკაცი მაგა ქვეყნისა, და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინა მომეგებოს, თაყუანის-ცეს ჩართსა ჩემსა; სასოება იგი თქუენი ჯუარი წინა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდა სიმონ-პეტრჱსა. და ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბანა ფერჴთა ჩემთა? მიუგო იესუ: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა შემდგომად ამისა“ (13,6-7).:

...ბლედ. ხოლო პეტრე ჯერეთ აყენებდა და ეტყოდა: „არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე“ (13,8). რასა იქმ, ჵ პეტრე? არა გაჴსოვნანა პირველნი იგი სიტყუანი, რაჟამს სთქუ: „ნუ იყოფინ ეგე შენდა, უფალო“? და თავადმან მოგიგო: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო!“ ; და ესრეთცა არავე გეშინისა? გარნა იტყჳს პეტრე: ჰე, რამე-თუ ესე უსაშინელეს არს და უმაღლჱს. ვინაჲთგან უკუე ამას ფრიადისა სიყუარულისაგან იქმოდა, ამისთჳს მისგანვე შეაშინებს მას უფალი და ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ არა დაგბანნე, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა“ (13,8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო მჴურვალემან მან და წადიერმან პეტრე მიუგო:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ხოლო ფერჴნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა” (13,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჟამს აყენებდა, ფიცხელ იყო, და შენდობასა უფიცხლესად გამოჩნდა, რამეთუ ორივე სიყუარულისაგან იყო. ხოლო რაჲ არს, რომელ ჰრქუა, ვითარმედ: „სცნა შემდგომად ამისა“? ოდეს აცნობებდა? გარნა შემდგომად ამისაო, რაჟამს სახელითა ჩემითა ეშმაკ-თა განასხმიდე, რაჟამს მიხილო ზეცად აღმავალი, რაჟამს სცნა მამისა მიერ, ვითარმედ მარჯუნ მისა მჯდომარე ვარ, მაშინ სცნა, თუ რაჲ არს საქმჱ ესე. ხოლო რაჟამს თქუა პეტრე, ვითარმედ: „ნუ ხოლო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“ (6,70).:

...(მათ. 26,22); და „პეტრე იოვანეს წამ-უყოფდა კითხვად მიმცემელისა მისთჳს, თუ ვინ არს“. რაჲ არს უკუე მიზეზი ამისი? რამეთუ ვინაჲთგან არა ეთქუა პეტრესდა, თუ: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო“, ამისთჳსცა არცა ეშინოდა. ვინაჲთგან უკუე შეჰრისხნა მას უფალმან, და მას ფრიადითა გულსმოდგინებითა ეთქუა, და არა სათნო-ეყო უფალსა, არამედ სატანა უწოდა, ამისა შემდგომად ესმა რაჲ, ვითარმედ: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, ; ; სამართლად შეძრწუნდა. და აწ უკუე არა იტყჳს, თუ: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, არამედ: „ერთი თქუენგანი ეშმაკი არსო“. ხოლო თქუა ესე, რაჲთა უჩუენოსცა, თუ ვითარ არარაჲ კაცობრივი იპოვების მისსა სწავლასა შინა. რამეთუ ვინაჲთგან ყოველთა დაუტევეს და იგინი ოდენ დაადგრეს მის თანა, პეტრჱს მიერ ყოველნივე აღიარებდეს მას ქრისტედ; რაჲთა არა ჰგონებდენ მას, თუ: ამისთჳს კაცობრივად გუეტყოდის ჩუენ, ამისთჳს განაყენებს იგი სიტყუასა თჳსსა ყოვლისაგანვე კაცობრივისა.

ხოლო სიტყუაჲ მისი, რომელსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი. და ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანაზრახვიდეს მას“ (17,1-3).:

...(ლუკ. 9,30-31) ესე იგი არს, მოასწავებდეს ვნებასა მისსა და ჯუარ-ცუმასა, რომელსაცა დიდებად უწოდა.

მეხუთედ ამისთჳს, ვინაჲთგან თქუა: „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა მოსლვად, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“; ; წარმოადგინნა ორნი იგი მოღუაწენი ღმრთისმსახურებისანი, რომელთა დადვეს თავი თჳსი სიკუდილად სიტყჳსათჳს ღმრთისა და არა ჰრიდეს წარწყმედად სულთა თჳსთა ამას საწუთროსა, რაჲთა მოიგნენ იგინი საუკუნოდ. რამეთუ მოსე წარმდებებით და ურიდად ჰბრძოდა ფარაოს სიტყჳსათჳს ღმრთისა, და ელია ეგრეთვე - აქაბს დაჴსნად საცთურისა მის კერპთმსახურებისა, და კუალად შეურაცხებაჲ სოფლისაჲ და უპოვარებაჲ ფრიადი მოიგეს ორთავე. რამეთუ არცა რაჲ მოსეს აქუნდა ამის საწუთროჲსა, არცა ელიას, გარეშე ხალენისა მის. ამისთჳს წარმოადგინნა იგინი, რაჲთა აუწყოს მოციქულთა, ვითარმედ თანააც ბაძვაჲ სათნოებისა მა-თისაჲ, და მსგავსად მათსა მოგებად შური საღმრთოჲ, და წინამძღურობაჲ ერისა მორწმუნისაჲ, რაჲთა იყვნენ მშჳდ, ვითარცა მოსე, და მოშურნე, ვითარცა ელია. რამეთუ გამოაჩინნა რაჲ იგინი დიდებით, ამას ყოველსა მოაჴსენებდა მოწაფეთა; და ამისთჳს წარმოადგინნა გამობრწყინვებულნი იგი ძუელსა შინა, რაჲთა ა...

სრულად ნახვა