მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 14:1

1. At that time Herod the tetrarch heard of the fame of Jesus,2. And said unto his servants, This is John the Baptist; he is risen from the dead; and therefore mighty works do shew forth themselves in him.
Matthew თავი 14
1. At that time Herod the tetrarch heard of the fame of Jesus,
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე, წარვიდა მიერ. და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა“ (13,53-54).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს წარვიდა მიერ ადგილით? ამისთჳს, რამეთუ ენება ყოველთა ადგილთა თესვად სიტყჳსა მისისა. ხოლო მამულად მისა აწ ნაზარეთსა იტყჳს, რომლისათჳს თქუა ქუემორე, ვითარმედ: „არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს“, ხოლო კაპერნაუმს შინა მრავალნი ქმნნა სასწაულნი. ამისთჳსცა იტყოდა: „ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცამდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე, რამეთუ სოდომას თუმცა იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს შენ შორის, ჰგიანმცა დღენდელად დღედმდე“. ესრეთ უკუე საცნაურ არს, რამეთუ აქა მამულად მისა ნაზარეთსა იტყჳს.

ხოლო მო-რაჲ-ვიდა მუნ, სასწაულთა საქმესა დროება-სცა, რაჲთა არა უმეტესად შურად აღეტყინნენ იგინი და უმეტესისა სასჯელისა ღირს იქმნენ ურწმუნოებისა მისთჳს. ხოლო სწავლაჲ მოძღურებისაჲ შეჰმატა, რომელნი-იგი არარაჲთა უდარეს სასწაულთასა საკჳრველ იყვნეს. გარნა ყოვლით...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
14:1-12 — ჰეროდეს შიში და იოვანეს სიკვდილი:

1-2. მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესუჲსი, და ჰრქუა მონათა თჳსთა: ესე არს იოვანე ნათლის-მცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა. - ეს ჰეროდე იმ ჰეროდეს შვილია, ვინც ბეთლემში ყრმები ამოაწყვეტინა. აქედან დესპოტის ქედმაღლური ცხოვრება გულისხმაჰყავ, რამდენი ხნის შემდეგ შეიტყო ჰეროდმ იესოს შესახებ! მმართველნი ამგვარ რამეს გვიან იგებენ, რადგან, მათ, რომელნიც სიკეთით ბრწყინავენ, ყურადღებას არ აქცევენ. როგორც ჩანს, ნათლისმცემლისა ეშინოდა, ამიტომაც სხვებთან დალაპარაკება ვერ გაბედა და ყრმებს, ე. ი. თავის მონებს უთხრა. რამდენადაც იოვანე სიცოცხლემი სასწაულებს არ სჩადიოდა, ჰეროდემ იფიქრა, რომ ეს მადლი სასწაულთქმედებისა ღმრთისაგან მან აღდგომის შემდეგ მიიღო.

3-5. რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისა. რამეთუ ეტყოდა მას იოვანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად. და უნდა ღათუ მისი მოკლვაჲ, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი ეპყრა მათ იგი. - მათე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის