მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 2:15

14. When he arose, he took the young child and his mother by night, and departed into Egypt:15. And was there until the death of Herod: that it might be fulfilled which was spoken of the Lord by the prophet, saying, Out of Egypt have I called my son.16. Then Herod, when he saw that he was mocked of the wise men, was exceeding wroth, and sent forth, and slew all the children that were in Bethlehem, and in all the coasts thereof, from two years old and under, according to the time which he had diligently enquired of the wise men.
Matthew თავი 2
15. And was there until the death of Herod: that it might be fulfilled which was spoken of the Lord by the prophet, saying, Out of Egypt have I called my son.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ, წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისაჲ მაგის, წარწყმედად ეგე. ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი ღამე და წარვიდა ეგჳპტედ და იყო მუნ ვიდრე აღსრულებამდე ჰეროდესა. რაჲთა აღესრულოს თქუმული უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან, რომელ იტყჳს: ეგჳპტით უწოდო ძესა ჩემსა“ (2,13-15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: დაღაცათუ მოგუთა მათ არარაჲ ინებეს გამოძიებად, არამედ სარწმუნოებითა შეუორგულებელითა შეიწყნარეს ბრძანებაჲ, ხოლო ჩუენდა ღირს არს ძიებად მოგუთათჳსცა და ყრმისათჳსცა, თუ რაჲსათჳს არა ჰურიასტანს დაადგრა უშიშად ჰეროდესაგან, არამედ უბრძანა ანგელოზმან მოგუთა ფარულად წარსლვაჲ სპარსეთად და იოსებს ჰრქუა წარყვანებაჲ ყრმისაჲ მის ეგჳპტედ დედითურთ მისით. რაჲ არს ესე? უკუე-თუმცა მიეცა იგი ჴელთა ჰეროდესთა და ვერმცა უძლო მან მოკლვად მისა, არამცა სარწმუნო იქმნა, თუ ჴორცნი შეისხნა, არამცა შეწყნარებულ იქმნა სიტყუაჲ იგი განკაცებისაჲ, რამეთუ ესეცა იქმნა და სხუაჲ მრავალი კაცობრივითა წესითა; და ეგრეთცა იკადრეს ვიეთმე თქუმად, ვითარმედ აჩუენა ოდენ ჴორცთა შესხმაჲ და არა ჭეშმარიტ იყო განკაცებაჲ მისი. უკუე-თუმცა ყოველსავე ღმრთივშუენიერებით იქმოდა და ძალსაცა ღმრთეებისა თჳსისასა გამოაჩინებდა, რავდენ არა უმეტესადმცა დაამტკიცეს სიტყუაჲ თჳსი მეტყუელთა მათ ურჩულოებისათა. ამისთჳს თავს-იდვა ეგჳპტედცა სივლტოლაჲ, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ განკაცებისა მისისაჲ სარწმუნო-ყოს.

ხოლო მოგუნი იგი წარავლინნა ადრე, რაჲთა მოძღუარ ექმნენ ქუეყანასა სპარსთასა, და რაჲთა მოიკიცხოს...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი II
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
2:13-15 — ლტოლვა ეგვიპტეში:

13. და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი. - ხედავ რა მიზეზით დაუშვა ღმერთმა ქალწულის დაწინდვა? აქედან შენთვის ცხადი ხდება, რომ იგი დაიწინდა, რათა იოსებს დაეცვა და ეზრუნა მასზე. ანგელოზმა ის კი არ უთხრა - შენი ცოლი წაიყვანეო, არამედ დედა ყრმისაო; რადგან, როცა ეჭვი გაქრა და მართალმა იოსებმა სასწაულებრივი შობისა ანუ იმისა, რომ ყოველივე სულიწმიდისაგან იყო, ირწმუნა, ანგელოზმა მარიამს უკვე მისი ცოლი აღარ უწოდა.

და ივლტოდე ეგჳპტედ. - ილტვის უფალიც, რათა ერწმუნათ, რომ იგი ჭეშმარიტად კაცი იყო, რადგან უკეთუ ჰეროდეს ხელში დარჩებოდა და არ მოკლავდნენ, იფიქრებდნენ, რომ მოჩვენებითად განხორციელდა. ეგვიპტეში ილტვის, რათა ისიც წმიდა-ყოს. ყოველგვარი ბოროტების ბუდე ხომ ეს ორი მხარე - ბაბილონი და ეგვიპტე - იყო. ამგვარად თაყვანისცემა ბაბილონისაგან მან მოგვების სახით მიიღო, ხოლო ეგვიპტე თავისი იქ ყოფნით განწმინდა.

და იყავნ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ. - არ უთხრა "იქნები", არამედ "იყავ მუნ", ვიდრემდე არ მიიღებდა ბრძანებას ღმრთისაგან. გარეშე ღმრთეებრივი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის