...კუთარი თვალებით უნდა ენახა, როგორ ჩაუვარდა თანამეცხედრე მეფეს ხელში. ეს კი რა აუტანელია, იციან ცოლიანებმა. ამიტომაც ბრძენმა თქვა: „რამეთუ სავსე არს შურითა და გულისწყრომითა ქმარი მისი; არა ერიდოს დღესა სასჯელისასა. ვერ გამოიჴსნეს რავდენითავე საჴმრითა მტერობისა მისგან, არცა დასცხრების მრავლითა ძღუნითა" (). მაგრამ ეს მძიმე და ყველა სხვისთვის აუტანელი გარემოება, შეხედე, როგორ დიდსულოვნად გაუძლო მართალმა სიკვდილის შიშის გამო. იგივე ხდება ხორციელ ტკივილებშიც. როცა ორი სენი ერთდროულად ეწევა ჩვენს სხეულს, ერთის გაძლიერება მეორეს დაშრეტს; ჩვენ მთლიანად უფრო ძლიერ ტკივილს ვეძლევით და ხშირად მეორეს საერთოდ ვერც ვგრძნობთ, რადგან უფრო ძლიერი ტკივილის შეგრძნება გვიტაცებს და არ გვაძლევს სუსტი სენის შეგრძნების საშუალებას. ზუსტად ასევე ეს მართალიც, სიკვდილის მუქარას რომ ხედავდა, ყოველივე დანარჩენს უფრო ასატანად მიიჩნევდა. თუმცა, საყვარელო, ამის მოსმენისას, ნუ დაადანაშაულებ მართალს სულმოკლეობაში იმისთვის, რომ სიკვდილის ეშინოდა. უკეთ, გაუკვირდეს, რა დიდი კაცთმოყვარეობა გამოგვიჩინა უფალმა იმით, რომ სიკვდილი, მაშინ თავად მართალთა და წმიდათათვისაც საშინელი, ქრისტემ ჩვენთვის საძაგელად აქცია, რომ იმავე სიკვდილს, რომლის ეშინოდათ სათნოებით გამორჩეულ მ...
Proverbs 6:3
2. Thou art snared with the words of thy mouth, thou art taken with the words of thy mouth.3. Do this now, my son, and deliver thyself, when thou art come into the hand of thy friend; go, humble thyself, and make sure thy friend.4. Give not sleep to thine eyes, nor slumber to thine eyelids.
Proverbs თავი 6