...სი დადუმნა, და არცა თუ კუალი ღელვისაჲ იპოებოდა, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ“. და ვითარცა წინაჲსწარმეტყუელმან თქუა მამისათჳს, ესე აწ ძემან ქმნა შეუცვალებელად. რამეთუ რასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი მამისათჳს? - „თქუა, და აღდგა ქარი ნიავქარისაჲ, და ამაღლდეს ღელვანი მისნი“; და მერმე იტყჳს: „გარდააქცინა ნიავქარნი მათნი ნიავად“. ეგრეთვე აქა მიშუებითა მისითა აღიძრნეს ღელვანი იგი. კუალად ბრძანა, და „იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ“. ამისთჳსცა უკ-ჳრდა მათ და იტყოდეს: „რაბამ ვინ არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲ ერჩიან მას?“ ხოლო აწ ჩუენცა, მორწმუნენო, გულისჴმა-ვყოთ, ვითარ-ესე დღი-თი-დღე ვიღელვებით და ვიგუემებით ნიავქართა მათგან ცოდვისათა და ღელვისაგან ვნებათაჲსა; და ნავნი სულთა ჩუენთანი დაიფარვიან ღელვათაგან, რამეთუ არსვე წოდებულ მრავალთაგან სოფელი ესე ზღუად და შფოთნი იგი და აღძრვანი მისნი ღელვად. აწ უკუე შეუვრდეთ უფალსა და ვღაღატ-ყოთ ცრემლით და სულ-თქუმით: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით! ამას ჴმასა კაცად-კაცადი დაუცხრომელად სიღრმეთაგან გულისა თჳსისათა ჴმობდინ უფლისა მიმართ, რაჲთა ისმინოს სახიერმან მან და მოწყალემან და შეჰრისხნეს ქართა მა...
Psalms 106:2
1. Praise ye the LORD. O give thanks unto the LORD; for he is good: for his mercy endureth for ever.2. Who can utter the mighty acts of the LORD? who can shew forth all his praise?3. Blessed are they that keep judgment, and he that doeth righteousness at all times.
Psalms თავი 106