...ხორცს ღმერთის შიშით მივალურსმავთ, ვერაფერი შეარყევს; ხოლო თუ მას უბრალოდ დაუმაგრებლად გამოვდებთ, მცირე ბიძგიც გააქრობს და დაღუპავს.
ამიტომ გევედრებით, დიდი გულმოდგინებით ყველაფერი აიტანოთ და მიბაძოთ წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს: „მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა“ (). იხილე, რას ამბობს: „მიგდევდა სული ჩემი“ (). უბრალოდ როდი თქვა: „მიუახლოვდა", არამედ: „მიეკრა". და კვლავ: „სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა“ (). უბრალოდ როდი თქვა: „ისურვა", რათა ამ სიტყვებით სურვილის სიმძაფრე გამოეჩინა. და კვლავ: „განმსჭუალენ შიშითა შენითა ჴორცნი ჩემნი“ (). რადგან წინასწარმეტყველს სურს, რომ მუდამ ასე მივეკრათ ღმერთს და შევეკრათ მას, რათა არასოდეს განვეშოროთ მას. თუ ას...