...დ მორწმუნეო** და არა ურწმუნო. შიშისაგან ისინიც განთავისუფლდნენ, რომელნიც ნავში იყვნენ, რადგან ქარი დაცხრა და ამით იცნეს რა იესო, მისი ღმრთეებრიობა აღიარეს. ზღვაზე სიარული ხომ არა კაცის, არამედ ღმრთის თვისებაა, როგორც ამას დავითიც ამბობს: ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი ნყალთა ზედა მრავალთა (). უკეთუ სიტყვას გამოვიკვლევთ, ხომალდი მიწაა, ტალღები - ცხოვრება, ბოროტი სულებისაგან აღელვებული, ხოლო ღამე - უვიცობა; მეოთხესა საჴუმილავსა, ანუ საუკუნეთა დასასრულს, მოვიდა ქრისტე. პირველი საჴუმილავი (ჟამი) აბრაამისთვის მიცემული აღთქმაა, მეორე - სჯული მოსესი, მესამე - წინასწარმეტყველები, მეოთხე - მოსვლა უფლისა; რამეთუ მოვიდა და იყო რა ჩვენთან, ღელვათაგან მოცულნი გვიხსნა, რათა შეგვეცნო იგი, ვითარცა ღმერთი და თაყვანი გვეცა მისთვის. ყურადღება მიაქციე იმასაც, რომ ის, რაც პეტრეს ზღვაზე შეემთხვა, მის მიერ იესოს უარყოფასა, ხოლო შემდეგ მოქცევასა და სინანულზე წინასწარ მიანიშნებს. როგორც იქ ამბობს გაბედულად, მე არ უარგყოფო, ასევე აქაც: მიბრძანე მე შენთან წყალსა ზედა მოსვლაო, და როგორც იქ დაუშვა უფალმა, რომ პეტრეს უარეყო, ასევე აქაც - მისი ჩაძირვა. აქ უფალმა ხელი გაუწოდა მას და დახრჩობისაგან იხსნა, ხოლო იქ მონანიების გზით უარყოფის ცოდვი...
Psalms 76:2
1. (To the chief Musician on Neginoth, A Psalm or Song of Asaph.) In Judah is God known: his name is great in Israel.2. In Salem also is his tabernacle, and his dwelling place in Zion.3. There brake he the arrows of the bow, the shield, and the sword, and the battle. Selah.
Psalms თავი 76