...ი მზე დასავლეთისკენ მიდრეკილა; ამის დამადასტურებელია ჭაღარა, თოვლივით ნელ-ნელა რომ ფარავს შენს თავს; რამდენი წლისა ხარ? თუ სამოცს გადასცდი და მალე სამოცდაათისაც გახდები, გახსოვდეს, მარადიულობის კარიბჭესთან დგახარ. დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ... () - ამბობს დავით წინასწარმეტყველი.
გზა შენი მომქანცველი, ურვითა და ჭმუნვით სავსე იყო. ამქვეყნიური ქოხი გენგრევა და იცი, ვერაფრით უშველი. დათვლილია შენი წლები, იქნებ თვეებიც... ამ დროს მაინც უნდა ჰკითხო საკუთარ თავს: ვარ კი მზად, წარვდგე წინაშე უფლისა, აღვასრულე მე ჩემი ვალი?
ცხოვრება მგზავრობაა, მიახლოებაა მარადიულობასთან. ჩვენ კი ძალიან ცოტას ვფიქრობთ ამაზე.
როგორია ღვთის კანონი, როგორ მიჰყავს შემოქმედს ადამიანი თავისკენ? თავდაპირველად ქვევით, შემდეგ კი ზევით, ჯვარცმიდან აღდგომისა და ამაღლებისაკენ, ბნელიდან ნათლისაკენ. ხშირად ვერ ვხსნით, რატომაა აუცილებელი ჩვენთვის მძიმე განსაცდელი, ხშირად ვერ ვიგებთ, არ გვესმის უფლისა; მხოლოდ მაშინ, როდესაც მიზანს მივაღწევთ, მივხვდებით, რომ განვლილი სიმწარე და შეჭირვება საჭირო და აუცილებელი იყო სულის წრთობისათვის.
როგორც მთელი კაცობრიობის, ისე საქართველოს ისტორიაში წარმართობა ხანგრძლივი და...