მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Revelation 16:8

7. And I heard another out of the altar say, Even so, Lord God Almighty, true and righteous are thy judgments.8. And the fourth angel poured out his vial upon the sun; and power was given unto him to scorch men with fire.9. And men were scorched with great heat, and blasphemed the name of God, which hath power over these plagues: and they repented not to give him glory.
Revelation თავი 16
8. And the fourth angel poured out his vial upon the sun; and power was given unto him to scorch men with fire.
წიგნი 16
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და მესმა ჴმაჲ დიდი, რომელი ეტყოდა შჳდთა მათ ანგელოზთა, ვითარმედ: წარვედით და დასთხიენით შჳდნი ეგე ლანკნანი გულის-წყრომისა უფლისანი ქუეყანასა ზედა.

თარგმანი. ამათ სიტყუათა მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ ვიდრემდის განიყვნენ ცოდვილნი მართალთაგან და მიიღონ სამკჳდრებელი თჳსი, მუნამდის არავინ მართალთაგანი შევიდეს იერუსალჱმსა ზეცისასა და მღდელობასა მას ზეცათა საკურთხეველისასა, ხოლო ვინაჲთგან ცოდვილთა მიიღონ მისაგებელი მათი, მაშინ წმიდათაცა მიეცეს სამკჳდრებელი ზეცისა ქალაქისაჲ. ხოლო ესე სატანჯველნი, რომელთა იტყჳს, უკუეთუ ვინ მერმეთა სატანჯველთა შეასწორნეს, არა ტყუოდის, რამეთუ ღმერთი კაცთ-მოყუარე არს და თჳსითა სახიერებითა აქავე მრავალნი წყლულებანი მოაწინეს ცოდვილთა ზედა, რაჲთამცა აღუსუბუქდა მათ საუკუნოჲ იგი სატანჯველი.

მოციქულისაჲ. (2) და ერთი იგი წარვიდა და დასთხია ლანკნაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა, და იქმნა შალალი ბოროტი კაცთა ზედა, რომელთაცა აქუნდა ბეჭედი იგი მჴეცისაჲ მათ ზედა; და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა.

თარგმანი. რამეთუ მოვიდენ წყლულებანი ბოროტნი მაშინ, და გულსა მათსა ელმოდის დიდად სალმობითა მწარითა, რაჟამს ესრჱთ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის