მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Revelation 19:1

1. And after these things I heard a great voice of much people in heaven, saying, Alleluia; Salvation, and glory, and honour, and power, unto the Lord our God:2. For true and righteous are his judgments: for he hath judged the great whore, which did corrupt the earth with her fornication, and hath avenged the blood of his servants at her hand.
Revelation თავი 19
1. And after these things I heard a great voice of much people in heaven, saying, Alleluia; Salvation, and glory, and honour, and power, unto the Lord our God:
წიგნი 19
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) შემდგომად ამისა მესმა, ვითარცა ჴმაჲ დიდი ერისა მრავლისაჲ ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: ალელუაჲ, მაცხოვარებაჲ და ძალი და დიდებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ! (2) რამეთუ ჭეშმარიტებით და სიმართლით არიან სასჯელნი მისნი, რამეთუ საჯა მეძავი იგი დიდი, რომელმან განხრწნა ქუეყანაჲ სიძვითა თჳსითა და გამოიძია სისხლი მონათა თჳსთაჲ ჴელისაგან მისისა. (3) და მეორედ თქუეს: ალელუაჲ. და კუამლი მისი აღვალს უკუნითი უკუნისამდე. (4) და დავარდეს ოც და ოთხნი იგი მღდელნი და ოთხნი ცხოველნი და თაყუანის-სცეს ღმერთსა, მჯდომარესა საყდართა ზედა, და თქუეს: ამენ. ალელუაჲ.

თარგმანი. ალელუაჲ გალობაჲ არს საღმრთოჲ, ვითარმედ: აქებდით უფალსაო, ხოლო ამენი - იყავნო, რომელ-იგი ანგელოზთა და წმიდათა შეასხეს ღმერთსა სიმართლისათჳს სასჯელთა მისთაჲსა. ხოლო კუამლი მისი უკუნისამდე აღვიდოდისო, ესე იგი არს, ვითარმედ მას შინა მყოფნი უკეთურნი შემდგომად აქავე ტანჯვისა მას საუკუნესა უკუნისამდე იტანჯებოდიან.

მოციქულისაჲ. (2) და ჴმაჲ გამოვიდა საყდრისაგან, რომელი იტყოდა: აქებდით ღმერთსა ჩუენსა ყოველნი მონანი მისნი და მოშიშნი მისნი_მცირენი და დიდნი. თარგმანი საყდრად ქერაბინთა და...

სრულად ნახვა
ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ქვრივის სასოება და ობოლთა აღზრდა:

...რადგან იქ ჩაწერილნი ცხენებზე კი არ არიან ამხედრებულნი, არამედ ღრუბლებში; მიწაზე კი არ დადიან, არამედ ცად აღიტაცებიან; წინ მიმავალ მსახურებად ყრმები კი არ ჰყავთ, არამედ თვით ანგელოზები; მოკვდავ მეფეს კი არ უდგანან გვერდით, არამედ უკვდავს — „მეუფე მეუფეთაჲ და უფალი უფლებათაჲ" (); წელზე ტყავის სარტყელი კი არ აქვთ, არამედ ის გამოუთქმელი დიდება, რომლის გამო მეფეებზე და ყველა ოდესღაც სახელგანთქმულზე ბრწყინვალენი ხდებიან. რადგან იმ სამეფო სასახლეებში არც სიმდიდრე, არც კეთილშობილება, არც სხვა რამ მოითხოვება, არამედ მხოლოდ სათნოება; და თუ იგი არის, მათ პირველობის მისაღებად აღარაფერი აკლიათ. არაფერი გვიძნელდება, თუ ფილოსოფოსობა გვნებავს. ცისკენ აიხედე და იხილე, რამდენად უფრო ბრწყინვალეა ეს სამეფო სასახლეთა ჭერზე. ხოლო თუ ზემო სასახლეთა იატაკი ქვემოთათა მიმართ იმდენად დიდებულია, რომ ეს იმასთან შედარებით ტალახად მიიჩნევა, მაშინ ვინც ღირსი გახდება, სასახლეები ზედმიწევნით იხილოს, რომელი ნეტარების ღირსი არ იქნება?...

სრულად ნახვა