მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Revelation 20:14

13. And the sea gave up the dead which were in it; and death and hell delivered up the dead which were in them: and they were judged every man according to their works.14. And death and hell were cast into the lake of fire. This is the second death.15. And whosoever was not found written in the book of life was cast into the lake of fire.
Revelation თავი 20
14. And death and hell were cast into the lake of fire. This is the second death.
წიგნი 20
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა კლიტჱ უფსკრულისაჲ და ჯაჭჳ დიდი ჴელსა მისსა. (2) და შეიპყრა ვეშაპი იგი _გუელი დასაბამისაჲ, რომელ არს ეშმაკი და სატანა, რომელი იცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ. (3) და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰჴშა კარი და დაჰბეჭდა მის ზედა, რაჲთა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი. შემდგომად ამისა ჯერ-არს განჴსნაჲ მისი მცირედ ჟამ.

თარგმანი. აქა იტყჳს ეშმაკისა შეკრვასა, რომელი იქმნა ქრისტჱს ჯუარ-ცუმასა, რომელმან შეკრა და დასაჯა იგი უფსკრულთა შინა. ხოლო ანგელოზი იყო, რომელი ჰმსახურებდა ესევითარსა მას ბრძანებასა მისსა. და ჯაჭჳ ჩუენისა გულისჴმის-ყოფისათჳს სახელ-სდვა ძალსა მას მისსა შემპყრობელსა. ხოლო ათას წლად ჟამსა მას იტყჳს, რომელი გარდაჴდეს ჯუარ-ცუმითგან ქრისტჱსით ვიდრე ანტეს მოსლვადმდე, და მერმე მოვიდეს ყოველი ძალი ეშმაკისაჲ ანტჱს მიერ სოფლად მცირედ ჟამ.

მოციქულისაჲ. (4) ვიხილენ საყდარნი, და სხდეს მათ ზედა, და სასჯელი მიეცა მათ და სულნი იგი მოკლულთანი წამებისათჳს იესუჲსა და სიტყჳსათჳს ღმრთისა, და რომელთა არა თაყუანის-სცეს ხატსა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის