მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Revelation 22:1

1. And he shewed me a pure river of water of life, clear as crystal, proceeding out of the throne of God and of the Lamb.2. In the midst of the street of it, and on either side of the river, was there the tree of life, which bare twelve manner of fruits, and yielded her fruit every month: and the leaves of the tree were for the healing of the nations.
Revelation თავი 22
1. And he shewed me a pure river of water of life, clear as crystal, proceeding out of the throne of God and of the Lamb.
წიგნი 22
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და მიჩუენა მდინარჱ ერთი წყლისა ცხოველისაჲ ბრწყინვალჱ, ვითარცა ბროლი, გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა. (2ა) შორის სივრცესა მის ქალაქისასა.

თარგმანი. მდინარჱ ღმრთისაჲ სავსჱ იგი წყლითა. რომელ არს ცხოველს-მყოფვლი იგი სული, გამოვალს ღმრთისაგან მამისა და კრავისა მიერ შორის ძალთა მათ უზეშთაესთა, რომელთა საყდარ ღმრთეებისა ეწოდების, გამოვალს და სიმრავლესა მას წმიდათასა აღავსებს..

მოციქულისაჲ. (2ბ) და მდინარისა მის ამიერ და წიაღ ძელი ცხორებისაჲ, გამომღებელი ათორმეტსა ნაყოფსა, ყოველთა თთუეთა მომცემელი თჳსისა ნაყოფისაჲ.

თარგმანი. ძელი ცხორებისაჲ ქრისტე არს, რომელი სულსა შინა წმჲდასა და გარემო სულისა. გულისჴმა-იყოფების, რამეთუ მის თანა არს სული წმიდაჲ, და სულისა მიერ თაყუანის-იცემების და მომცემელი არს სულისაჲ, და მის მიერ ათორმეტნი იგი ნაყოფნი მოციქულთა კრებულისანი მოგუეცემიან, რომელ არს გულისჴმის-ყოფაჲ მისი.

მოციქულისაჲ. (2გ) და ფურცელნი მის ხისანი საკურნებელად წარმართთა.

თარგმანი. ვითარცა მაღალნი იგი გულისჴმის-ყოფანი მისისა დიდებისა ნაყოფად წოდებულ არიან, ვგრჱთვე უმდაბლჱსნი იგი გულისჴმის ყოფანი _...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1996 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ შვილებს:

...მერთს, ეს პროცესი ჩვენს ხალხში უკვე დაწყებულია. მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილითა და აღდგომით ადამიანის ღმერთთან, ქმნილებისა შემოქმედთან შერიგება და განახლება მოხდა.

ყველას გულით გილოცავთ წმიდა აღდგომის უდიდეს დღესასწაულს.

ქრისტე აღდგა!

მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა, ვარსკულავმა ბრწყინვალე განთიადისა (), დაე ყველა განგვაახლოს და მშვიდობა, სიყვარული, სიხარული და კეთილდღეობა მოგვანიჭოს.

პირველ იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ (2 კორინ. 5,17).

ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა.

ამინ.

აღდგომა ქრისტესი, თბილისი, 1996 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II „ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1985 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა::

...ამომდინარე, სიხარული და მშვიდობა. უფალი გვაფრთხილებს: „უსამართლოჲ იგი უსამართლოებდინ ჯერეთ, და შეგინებული შეიგინებოდენ ჯერეთ, და მართალი სიმართლესა იქმოდენ ჯერეთ, და წმიდაჲ იგი წმიდა იქმნებოდენ ჯერეთ. და აჰა ესერა მოვალ ადრე და სასყიდელი ჩემი ჩემთანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს“ (). „იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკვდილამდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ... რომელმან სძლოს, არაჲ ევნოს მას სიკუდილისა მისგან მეორისა“ ().

ღმერთმა დაგლოცოთ და დაგიფაროთ მეორე სიკვდილისაგან.

ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!

აღდგომა ქრისტესი, თბილისი, 1985 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II „ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.

სრულად ნახვა