„და მადლიერ ვარ მისა, რომელმან-იგი განმაძლიერა მე, ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუენისა, რამეთუ სარწმუნოდ შემრაცხა მე და დამადგინა მე მსახურებასა ამას, რომელი პირველად ვიყავ მგმობარ და მდევნელ და მაგინებელ, არამედ შევიწყალე, რამეთუ უმეცრებით ვიყავ ურწმუნოებასა შინა. ხოლო უფროჲს გარდაემატა მადლი იგი უფლისა ჩუენისაჲ სარწმუნოებითურთ და სიყუარულით ქრისტე იესუჲს მიერ.“ ().
1.
ვხედავთ, რომ თავმდაბლობას დიდი სარგებელი აქვს, მაგრამ იგი არსად მოიპოვება ადვილად; ბევრია თავმდაბლური ლაპარაკი, თანაც საჭიროზე მეტად, ხოლო თვით თავმდაბლობა არსად არის. ნეტარი პავლე კი ისე მისდევდა მას, რომ ყველგან მრავალ საბაბს იგონებდა თავისი გონების დასამდაბლებლად. რადგან, როცა კაცმა საკუთარ თავში დიდი წარმატებები იცის და მას თავმდაბლობა სურს, ბუნებრივია, მას ყველაზე მეტად უჭირს თავმდაბლობა; და თვით პავლესაც, კეთილის შეგნებისგან, თითქოს რომელიღაც ნაკადით ატაცებულსა და აღზევებულს, ბუნებრივია, დიდი ძალდატანება...