მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 1:7

6. რომელსა-იგი ვინმე ვერ მიემთხჳნეს და გარდაიქცეს ამაოჲსა სიტყუად.7. უნდა მათ, რაჲთამცა იყვნეს შჯულის მოძღუარ, და არა იცოდეს, არცა რასა-იგი იტყჳან, არცა ვიეთთჳს დაამტკიცებენ.8. ხოლო ესე უწყით, ვითარმედ კეთილ არს შჯული, უკუეთუ ვინმე წესიერად იპყრას იგი;
1 ტიმოთეს მიმართ თავი 1
7. უნდა მათ, რაჲთამცა იყვნეს შჯულის მოძღუარ, და არა იცოდეს, არცა რასა-იგი იტყჳან, არცა ვიეთთჳს დაამტკიცებენ.
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო დასასრული მცნებისაჲ არს სიყუარული გულისაგან წმიდისა და გონებისა კეთილისა და სარწმუნოებისა შეუორგულებელისა, რომელსა-იგი ვინმე ვერ მიემთხჳნეს და გარდაიქცეს ამაოჲსა სიტყუად. უნდა მათ, რაჲთამცა იყვნეს შჯულის მოძღუარ, და არა იცოდეს, არცა რასა-იგი იტყჳან, არცა ვიეთთჳს დაამტკიცებენ.“ ().

1.

არაფერი ისე არ აზიანებს ადამიანთა მოდგმას, როგორც მეგობრობის უგულებელყოფა და ის, რომ კაცი დიდი გულმოდგინებით არ აღასრულებს მას; და, კვლავაც, არაფერი ისე არ აღადგენს კაცს, როგორც მისი მთელი ძალით ძიება. ამასვე ცხადყოფს ქრისტე, როცა ამბობს: „უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა“ (); და კვლავ: „და განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ“ (). ამან შვა ყველა მწვალებლობა. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის