„სახედ გაქუნდინ ცოცხლებისა სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა ჩემგან სარწმუნოებითა და სიყუარულითა ქრისტე იესუჲსითა. კეთილი იგი ვედრი დაიმარხე სულითა წმიდითა, რომელმან დაიმკჳდრა ჩუენ თანა. უწყი სამე ესე, რამეთუ დამიტევეს მე ყოველთა, რომელნი არიან ასიას შინა, რომელ არიან ფიგელოს და ერმოგენი. მოეცინ უფალმან წყალობაჲ ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალ-გზის მე განმისუენა, და ჯაჭჳ ესე ჩემი არა სირცხჳლ-უჩნდა; არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა. მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი.“ ().
1.
საქმენი, რომელთა აღსრულებაც საჭირო იყო, მოწაფეს მხოლოდ წერილებით კი არ ასწავლიდა, არამედ უკვე სიტყვებითაც. ეს მან მრავალ ადგილას და სხვა წერილებშიც ცხადყო, როცა ამბობდა: „გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა“ (); მით უმეტეს აქ. ამიტომ ნუ ვიფიქროთ,...