მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 1:7

6. რომლისათჳს მოგაჴსენებ შენ განცხოველებად მჴურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელთა ჩემთაჲთა.7. რამეთუ არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ.8. ნუ უკუე გრცხუენინ წამებაჲ იგი უფლისა ჩუენისაჲ, ნუცა მე, კრული ესე მისი, არამედ თანა-იჭირვოდე სახარებასა მას ძალითა ღმრთისაჲთა,
2 ტიმოთეს მიმართ თავი 1
7. რამეთუ არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...). ესე იგი, თუნდაც შენ თვითონ დაითმინო ესენი, ნუ შეგრცხვება. რომ სწორედ ამას მიანიშნებდა, ზემოთ ნათქვამიდანაც ცხადია: მან ხომ თქვა, „რამეთუ არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ“ (); და კვლავ, შემდგომი სიტყვებიდანაც. „არამედ თანა-იჭირვოდე“ (), ამბობს; ესე იგი, უბრალოდ კი ნუ შეგრცხვება, არამედ გამოცდილებაშიც ნუ შეგრცხვება. და არ უთქვამს: „ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები“, არამედ უფრო მის გასამხნევებლად ამბობს: „ნუ შეგრცხვება“, თითქოს სხვა საფრთხე აღარ რჩებოდეს, თუ ვინმე სირცხვილს სძლევს. რადგან სირცხვილს მხოლოდ ეს აქვს მძიმე: მისგან დამარცხება. მაშ, ნუ შეგრცხვება, თუ მე, მკვდართა აღმდგინებელი, ურიცხვ ნიშანთა აღმსრულებელი და ქვეყნიერების შემომრბენი, ახლა შეკრული ვარ; რადგან ბოროტმოქმედივით კი არ ვარ კრული, არამედ ჯვარცმულის გამო.

თუ ჩემს მეუფეს ჯვარი არ შერცხვა, არც მე...

სრულად ნახვა
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

.... რადგან იგი შენში არის; ოღონდ უფრო ძლიერად აამოქმედე იგი, ანუ კადნიერებით, სიხარულითა და მხიარულებით აღავსე იგი; მამაცურად დადექი.

რადგან „არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ“ (). ესე იგი, ეს სული იმისთვის კი არ მიგვიღია, რომ უკან დავიხიოთ, არამედ იმისთვის, რომ კადნიერებით ვილაპარაკოთ. რადგან მრავალს აძლევს მოშიშების სულს, როგორც ომებისას სამეფოთა წიგნებში მოხდა. და, როგორც ამბობს, მათზე მოშიშების სული დაეცა; ანუ შიში ჩაუდო მათ. ხოლო შენ საპირისპიროდ მოგცა ძლისა და მისდამი სიყვარულის სული. მაშასადამე, ესეც მადლისაგან არის; მაგრამ არა უბრალოდ მადლისაგან, არამედ მაშინ, როცა ჩვენც წინასწარ ვაჩვენებთ ჩვენსავე წილს.

რადგან ის, რაც გვაღაღადებს: „რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო!“ (), თვითონვე დებს ჩვენში მისდამი სიყვარულსაც და მოყვასისადმ...

სრულად ნახვა