მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 2:11

10. ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ პოვონ ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.11. სარწმუნო არს სიტყუაჲ, რამეთუ უკუეთუ მის თანა მოვსწყდეთ, მის თანაცა ვცხონდეთ.12. უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ; უკუეთუ უარ-ვყოთ, მანცა უარ-მყვნეს ჩუენ.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 2
11. სარწმუნო არს სიტყუაჲ, რამეთუ უკუეთუ მის თანა მოვსწყდეთ, მის თანაცა ვცხონდეთ.
ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„სარწმუნო არს სიტყუაჲ, რამეთუ უკუეთუ მის თანა მოვსწყდეთ, მის თანაცა ვცხონდეთ. უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ; უკუეთუ უარ-ვყოთ, მანცა უარ-მყვნეს ჩუენ. უკუეთუ არა გურწმენეს, იგი სარწმუნოდ ჰგიეს; უარ-ყოფად თავისა თჳსისა ვერ ძალ-უც. ამას მოაჴსენებდ წინაშე ღმრთისა და უწამებდ ნუ სიტყჳთა ლალვისაჲთა არად საჴმარად, განსადრეკელად მსმენელთა მათ.“ ().

1.

უძლურთაგან მრავალი რწმენის შრომის წინაშე იღლება და სასოების გადადებასაც ვერ იტანს; აწმყოს კი ეძიებს და მის მიხედვით მომავალსაც სახეს აძლევს. რადგან აქაური ხვედრი სიკვდილი იყო, სატანჯველები და ბორკილები; თვითონ კი ამბობს, რომ საუკუნო ცხოვრებაში მივლენ, ამას ვინმე ვერ ირწმუნებდა და იტყოდა: რას ამბობ? როცა ვცოცხლობ, ვკვდები, და როცა მოვკვდები, ვცოცხლობ? ქვეყანაზე არაფერს მპირდები, ზეცაში კი მაძლევ? მცირეს არ მაძლევ და დიდს მინიჭებ? <span...

სრულად ნახვა
ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...ოლოდ ჩვენი კი არ არის, არამედ ურწმუნოებისაც; მაშ რას ვამბობ მისად? დიდებასა და სასუფეველს; ესენი მისიც არის და მის მიერ ჩვენიც. როგორ? ამბობს: „უკუეთუ მის თანა მოვსწყდეთ, მის თანაცა ვცხონდეთ“ (); „უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ“ (). თანამკვიდრნი გავხდით და ძმებად ვიწოდებით. რატომ ჩავიყვანთ ჩვენ საკუთარ თავს ქვემოთ, როცა ის ზემოთ და თავისკენ მიგვიზიდავს? როდემდე ვიქნებით მწირნი, როდემდე ღატაკნი? ცა წინ გვიდევს და ჩვენ მიწის გარშემო ვტრიალებთ?

ცათა სასუფეველია და ჩვენ აქაურ სიღატაკეს ვირჩევთ? უკვდავი სიცოცხლეა და ჩვენ ხეებსა, ქვებსა და ყანებზე ვიხარჯებით? გახდი მდიდარი; ამას მეც მსურს; მოიხვეჭე და მიიტაცე; აქ საყვედური არ არის;...

სრულად ნახვა