...ოხდეს, იგი უბრალოდ კი არ ამბობს, სიტყვით ნუ იკამათებთო, არამედ, სიტყვას უფრო შემაძრწუნებელს ხდის და დაურთავს: „განსადრეკელად მსმენელთა მათ“.
„ისწრაფე თავისა შენისა რჩეულად წარდგინებად წინაშე ღმრთისა, მუშაკად ურცხჳნელად, წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა.“ (). ყველგან ეს ურცხვენელობაა. რატომ იჩენს იგი ასეთ დიდ გულმოდგინებას სირცხვილის საკითხის მიმართ? რადგან მოსალოდნელი იყო, რომ ბევრს შერცხვენოდა თვით პავლეც, ვინაიდან იგი კარვების მკეთებელი იყო, და ქადაგებაც, რადგან მოძღვრები იღუპებოდნენ. რადგან ქრისტე ჯვარს ეცვა, ეს კაცი თავის მოკვეთას ელოდა, პეტრე თავდაყირა გააკრეს, და ეს ყოველივე მათ საძულველი და კადნიერი ადამიანებისგან დაითმინეს. რადგან ისინი იმარჯვებდნენ, პავლე ამბობს: ნუ შეგრცხვება; ესე იგი, ნუ შეგრცხვება საერთოდ არაფრის ქმნა, რაც ღვთისმოსაობას ეკუთვნის, თუნდაც მონად მსახურება დაგჭირდეს, თუნდაც რამე დაითმინო. მაგრამ როგორ ხდება ვინმე რჩეული?...