...მაგრამ ეს ყველაფერი მას უსასჯელოდ არ ჩაუვლის, ამბობს, რადგან „მიაგოს მას უფალმან საქმეთა მისთაებრ“ ().
როგორც ზემოთ წერდა და ამბობდა: „რაოდენნი დევნანი დავითმინენ, და ყოველთაგან მიჴსნა მე უფალმან“ (), ასევე აქაც ორმაგად შეაგონა მოწაფე: იმითაც, რომ თვითონ ბოროტს იტანდა, და იმითაც, რომ ის კაცი საზღაურს მიიღებდა; არა ისე, თითქოს წმინდანები უბრალოდ სხვათა სასჯელებით ხარობდნენ, არამედ იმიტომ, რომ ქადაგებასაც და უძლურებსაც აქედან მომდინარე ნუგეში სჭირდებოდათ. ამბობს: „რომელსა შენცა ეკრძალე, რამეთუ ფრიად წინა-აღუდგა იგი ჩუენთა სიტყუათა“ (). ესე იგი, ებრძვის და ეწინააღმდეგება. და არ უთქვამს: „დასაჯე, დასჯით განკურნე, განდევნე“, თუმცა მადლის მიერ ამის გაკეთება შეეძლო; მაგრამ არც ერთს ამბობს ამათგან, არც მის წინააღმდეგ აიარაღებს მას, არამედ მხოლოდ განშორებას უბრძანებს და სასჯელს ღმერთს უთმობს. და უძლურთა სანუგეშოდ თქვა ეს სიტყვა -...