მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 3:7

6. რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა თჳთო-სახეთა7. და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად.8. ვითარცა-იგი იანე და იამბრე უჴდებოდეს მოსეს, ეგრეთცა ესენი უჴდებიან ჭეშმარიტებასა, კაცნი განხრწნილნი გონებითა, გამოუცდელნი სარწმუნოებითა.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 3
7. და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად.
ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი. და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვეცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშჳდებელ, კეთილის მოძულე, შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ. და ამათგანცა განეშორე. რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა თჳთო-სახეთა და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად.“ ().

1.

პირველ ეპისტოლეში ამბობდა, რომ „ხოლო სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, რამეთუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან" (); და კვლავ, იმავე ეპისტოლეში, სხვა ადგილას წინასწარმეტყველებს, რომ შემდეგში მსგავსი რამ მოხდება. <span...

სრულად ნახვა
ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ვა გულისთქმით, ესე იგი, ფულის, დიდების, განცხრომის, თავნებობისა და პატივის გულისთქმებით. შესაძლოა, სხვა სამარცხვინო გულისთქმებზეც მიანიშნებდეს. „და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად“ (). რატომ ამბობს ამას? არა იმიტომ, რომ მათ შეწყნარებას აძლევს, არამედ იმიტომაც, რომ ძალიან მკაცრად ემუქრება. რადგან, როდესაც თავი იმ გულისთქმებითა და ცოდვებით დაფარეს, მათი გონება გაქვავდა.

„ვითარცა-იგი იანე და იამბრე უჴდებოდეს მოსეს, ეგრეთცა ესენი უჴდებიან ჭეშმარიტებასა“ (). ვინ არიან ეს მოგვები, რომლებიც მოსეს დროს იყვნენ? და როგორ არის, რომ მათი სახელები სხვაგან არსად არის შეტანილი? ან უწერელად იყო გადმოცემული, ანდა სავარაუდოა, რომ პავლემ ეს სულისაგან იცოდა. ამბობს: **„ეგრეთცა...

სრულად ნახვა