„ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა, რაჲთა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ“ ().
1.
ყოველი მხრიდან მრავალი შეგონება და ნუგეში რომ მისცა, ბოლოს საღმრთო წერილთაგან მომდინარე ნუგეშსაც დასძენს, რომელიც უფრო სრულყოფილია; და სამართლიანადაც იძლევა ამდენ შეგონებას, რადგან დიდი და სამწუხარო რამ უნდა ეთქვა. რადგან თუ ელისემ, რომელიც მასწავლებელთან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იყო და მას სიკვდილის ჟამს მომაკვდავად ხედავდა, თავისი სამოსელი შემოიხია, რას ფიქრობ, რა დაემართებოდა მას, ვინც ასე უყვარდათ და თვითონაც ასე უყვარდა, როდესაც ესმოდა, რომ მასწავლებელი კვდებოდა და რომ მისი სიკვდილისწინა ჟამითაც ვერ ისარგებლა, რაც ჩვეულებრივ ყველაზე მეტად ამწუხრებს? რადგან გარდასული დროისათვის ისეთ მადლიერებას ვერ ვგრძნობთ, თუ გარდაცვლილებთან ახლო ჟამს მოვაკლდით....