მაგრამ, რადგან პატრიარქი ვახსენე, მოდით, თუ ინებებთ, დღევანდელი საკითხავი საყვარელნო, შემოგთავაზოთ, რათა მისი განმარტებით ვიხილოთ ამ მართლის სათნოების განსაკუთრებული სიდიადე. „და მოიყვანნა, — ნათქვამია, — თარრა აბრაამ" და ნაქორ, „ძენი თჳსნი, და ლოთ, ძე არრანისი, ძისა თჳსისა" და სარა, „და გამოიყვანნა იგინი სოფლისაგან ქალდეველთასა წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდა ვიდრე ხარრანადმდე და დაემკჳდრა მუნ. და იქმნნეს ყოველნი დღენი თარრასნი ქარანს შინა ორასდახუთ წელ და მოკუდა თარრა ხარანს შინა" (დაბ 11:31–32). გთხოვთ, ყურადღებით მოვისმინოთ ეს სიტყვები, რათა ნაწერის აზრი ჩავწვდეთ. აი, თავიდანვე ამ სიტყვებში გაურკვევლობა ჩნდება. ამ ნეტარმა წინასწარმეტყველმა, ანუ მოსემ, თქვა, რომ „მოიყვანნა თარრა აბრაამ" და ნაქორ, „გამოიყვანნა სოფლისაგან ქალდეველთასა წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდა ხარრანადმდე და დაემკჳდრა მუნ". ხოლო ნეტარი სტეფანე, თავის სიტყვაში იუდეველთა მიმართ, ამბობს: „ღმერთი დიდებისაჲ ეჩუენა მამასა ჩუენსა აბრაჰამს, ვიდრე იყო-ღა იგი შუა მდინარეს, პირველ დამკჳდრებისა მისისა ქარანს შინა... და მიერ შემდგომად...
დაბადებისა 11:31
30. და იყო სარა ბერწ და არა შვილისმშობელ.31. და მოიყვანნა თარრა აბრაამ და ნაქორ, ძენი თჳსნი, და ლოთ, ძე არრანისი, ძისა თჳსისა და გამოიყვანნა იგინი სოფლისაგან ქალდეველთასა წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდა ვიდრე ხარრანადმდე და დაემკჳდრა მუნ.32. და იქმნნეს ყოველნი დღენი თარრასნი ქარანს შინა ორასდახუთ წელ და მოკუდა თარრა ხარანს შინა.
დაბადებისა თავი 11