ცხრა წლის შემდეგ მიიღო აბრაამმა ისმაელი მხევლისგან და ფიქრობდა, რომ მასზე აღსრულდებოდა აღთქმები. „იყო, — ამბობს წერილი პატრიარქზე, — ოთხმეოცჳდაექუსთა წელთა, რაჟამს უშვა აგარ ისმაელი აბრაამს" (). ამის შემდეგ ღმერთი კიდევ ცამეტ წელს გამოცდის მართლის მოთმინებასა და მხოლოდ მაშინ ასრულებს თავის აღთქმას. მან კარგად იცოდა, რომ როგორც ოქრო, ხანგრძლივად სახმილში გამოწრთობილი, მართლის სათნოებაც გამოცდაში უფრო წმინდა და ბრწყინვალე გამოჩნდებოდა. როცა, ნათქვამია, აბრაამი ოთხმეოცდაცხრამეტი წლის შეიქნა, ღმერთი კვლავ გამოეცხადა მას (). რისთვის აყოვნებდა ამდენ ხანს? იმისთვის, რომ შეგვეტყო არა მხოლოდ მართლის მოთმინება და დიდი სათნოება, არამედ ღვთის უსაზღვრო ყოვლისშემძლეობაც. როცა ბუნება უკვე დაუძლურდა და შვილის გაჩენის უუნარო გახდა, რადგან სხეული უკვე დაჭკნა და სიბერისგან გამოშრა, — მხოლოდ მაშინ, მართლის მთელი სათნოების სრულად გახსნითა და თავისი ძალის გამოვლენით, ღმერთი ასრულებს თავის აღთქმებს. აუცილებელია, რომ თავად სიტყვებიც მოვისმინოთ, რომლებიც ღმერთმა...
დაბადებისა 17:6
5. და არა გეწოდოს მერმეცა სახელი შენი აბრამ, არამედ იყოს სახელი შენი აბრაჰამ, რამეთუ მამად მრავალთა თესლთა დაგდევ შენ.6. და აღგაორძინო შენ ფრიად ფრიად და დაგდვა შენ ნათესავად, და მეფენი შენგან გამოვიდენ.7. და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი შორის ჩემსა და შორის შენსა და შორის თესლისა შენისა ნათესავთა მიმართ მათთა აღთქუმად საუკუნოდ, ყოფად შენდა მე ღმრთად და თესლისა შენისა შენ თანა ქუეყანასა, რომელსა ჰმსხეობ, ყოველი ქუეყანაჲ ქანანისაჲ.
დაბადებისა თავი 17