დღესაც, საყვარელნო, გავაგრძელოთ გუშინდელი საუბარი და კვლავ სულიერი ტრაპეზი შემოგთავაზოთ, რომ კიდევ ერთხელ ვიხილოთ, — როგორც გუშინაც გესმოდათ, — სახიერი ღვთის გამოუთქმელი განგება და მოწყალება და, მეორე მხრივ, აბრაამის დიდი მორჩილება და სულიერი განწყობა. თქვენ იხილეთ, თუ როგორ გაახარა ისაკის შობამ სარრა. „და თქუა სარრა, — ამბობს წერილი, — საცინელ მიქმნა მე ღმერთმან: ვის ესმეს, უხაროდის, ჩემ თანა" (). ყველა, ვინც კი ამას გაიგებს, ჩემს სიხარულში მონაწილეობას მიიღებს, ამბობს. დიდია ღვთის მიერ ჩემთვის ბოძებული ნიჭი; იგი ადამიანურ უძლურებას აღემატება. ვინ არ გაოცდება, ამბობს, როცა დაინახავს, რომ მე, უკიდურეს მოხუცებულობაში მყოფი და ამ დრომდე უნაყოფო, ძუძუთი ვკვებავ ჩვილს? და თითქოს თავადაც განცვიფრებისა და გაოცებისგან სარრა დასძენს: „ვინ უთხრას აბრაჰამს, ვითარმედ აწოებს ყრმასა სარრა, რამეთუ უშევ ძე სიბერესა ჩემსა?" რადგან ეს მოვლენა ბუნებაზე მაღლა იდგა, სარრა ამბობს: „ვინ უთხრას?" ანუ: ვის შეეძლო ეფიქრა ეს? ვის შეეძლო ეს წარმოედგინა? რომელი გონება შეძლებს ამის წვდომას? რომელი მსჯელობა...
დაბადებისა 21:11
10. მიუგო და ჰრქუა აბრაჰამს: განაძე მჴევალი ეგე და ძე მისი, რამეთუ არა დაიმკჳდროს ძემან მჴევლისამან ძისა ჩემისა ისაკის თანა.11. ხოლო ფიცხელ იყო სიტყუაჲ ესე ფრიად წინაშე აბრაჰამისა ძისა მისისათჳს.12. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ნუ ფიცხელ გიჩნს წინაშე შენსა ყრმისა მაგისთჳს და მჴევლისა, ყოველივე, რაჲცა გრქუას შენ სარრა. ისმინე ჴმისა მისისაჲ, რამეთუ ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად.
დაბადებისა თავი 21