მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 29:3

2. და მიჰხედა, და იხილა ჯურღმული ველსა ზედა. და იყვნეს მუნ სამნი მწყემსნი ცხოვართანი და განისუენებდეს მუნ, რამეთუ მის ჯურღმულისაგან ასჳან წყალი სამწყსოსა მათსა. და ქვაჲ დაედვა პირსა ზედა ჯურღმულისასა.3. და შეკრბის მუნ ყოველი სამწყსოჲ და მწყემსები და გარდააგორიან ლოდი იგი პირისა მისგან ჯურღმულისა და ასჳან ცხოვარსა და კუალად დასდვიან ლოდი იგი პირსა-ვე მის ჯურღმულისსა ადგილსა თჳსსა.4. და ვითარ იხილნა იგინი იაკობ, ჰრქუა მათ: ძმანო, ვინანი ხართ? ხოლო მათ ჰრქუეს: ქარანით ვართ ჩუენ.
დაბადებისა თავი 29
3. და შეკრბის მუნ ყოველი სამწყსოჲ და მწყემსები და გარდააგორიან ლოდი იგი პირისა მისგან ჯურღმულისა და ასჳან ცხოვარსა და კუალად დასდვიან ლოდი იგი პირსა-ვე მის ჯურღმულისსა ადგილსა თჳსსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 56. „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი" (დაბ 29:21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის განგება ლიას შვილოსნობაში (29:29–33):

...ას აწარმოებენ იმაზე, რაც შორეულ მომავალში მოხდება: „თუ უშვილოდ მოკვდება, თუ შვილებს დატოვებს" — და სხვა ამგვარი. მაგრამ იქ ძველად არაფერი ასეთი არ იყო: მამამ თითოეულ ასულს თითო მხევალი მისცა და ასე გაატანა ქალიშვილები. „და შევიდა იაკობ რაქელისა და შეიყუარა იგი უფროჲს ლიასსა და ჰმონებდა მას შჳდ წელ-ღა სხუა" (). რადგან თავიდანვე ძლიერ შეიყვარა იაკობმა რაქელი მისი სილამაზისთვის და ძნელად მიაღწია სასურველს, ამიტომაც უყვარდა იგი, როგორც ნათქვამია, ლიაზე მეტად. ამგვარად, რაქელის სილამაზემ სიყვარული აღუძრა. მაგრამ შენიშნე აქაც უფლის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა — როგორ ნელ-ნელა მოჰყავს თავისი აღთქმები აღსრულებამდე. მან თქვა: „აჰა, მე შენ თანა ვარ დაცვად შენდა ყოველსავე გზასა შენსა, ვიდრეცა ხჳდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა" (), გაგამრავლებო; და ახლა ყველაფერს ასე აწყობს. ამაში რომ დავრწმუნდეთ, მოისმინე, რა ნათლად ამბობს ამას თავად საღვთო წერილი: „და იხილა ღმერთმან, რამეთუ სძულს ლია. განაღო საშოჲ მისი. ხოლო რაქელ იყო ბერწ. მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძე" (დაბ 29:31–32). შენიშნე ღვთის განგებული სიბრძნე: რადგან ერთი ქმრის კეთილგანწყობას სილამაზით იზიდავდა, ხოლო მეორე, სილამაზემოკლებულ...

სრულად ნახვა