ამას გონებაში ვიქონიოთ და გამოთქმების სიმარტივეზე არ შევჩერდეთ, არამედ გავიკვირვოთ უფლის გამოუთქმელი სახიერება იმაშიც, რომ ჩვენი ბუნების სისუსტის გამო ასეთ მოწყალებას არ იშურებს. მაგრამ შეხედე, როგორ გამოხატავს მართალი საკუთარ მადლიერებას. „და აღმართნა, — ნათქვამია, — იაკობ ძეგლნი ადგილსა მას, სადა-იგი იტყოდა ღმერთი მის თანა, და შეწირა მას ზედა შესაწირავი და დაასხა მას ზედა ზეთი. და უწოდა სახელი ადგილსა მას ბეთელ" (დაბ 35:14–15). შეხედე, როგორ ეს მართალი ყოველთვის ადგილების სახელდებით მოვლენათა ხსოვნას უკვდავჰყოფს, რათა მომდევნო თაობებისთვისაც ცნობილი ყოფილიყო, რაც აქ მართალს გამოეცხადა. „და მიეახლა ქაბრათად მისლვად ქუეყანად ეფრათად" (). მართალი ისევ შორს წავიდა, რომ ნელ-ნელა იმ ადგილს მისწვდომოდეს, სადაც ისაკი ცხოვრობდა. შემდეგ, „შვა რაქელ. და შობასა მისსა ძნიად შობდა. და იყო ფიცხლად შობასა მისსა. ჰრქუა მას ყრმისა აღმქმელმან მან: ნუ გეშინინ, რამეთუ ესეცა ძე გესვა შენ" (დაბ 35:16–17). ნუ დაეცემი სულით, ეუბნება, ძეს შობ; თუმცა ტკივილები გტანჯავს, მაგრამ მაინც ძე გეყოლება....
დაბადებისა 35:14
13. აღვიდა ღმერთი მიერ ადგილით, სადა-იგი ეტყოდა მას.14. და აღმართნა იაკობ ძეგლნი ადგილსა მას, სადა-იგი იტყოდა ღმერთი მის თანა, და შეწირა მას ზედა შესაწირავი და დაასხა მას ზედა ზეთი.15. და უწოდა სახელი ადგილსა მას ბეთელ და გამოვიდა მუნით, ჟამსა ზამთრისასა.
დაბადებისა თავი 35